ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრაიანტ კევინ დანსტონი ჯუნიორი (სომხ. Բրայանտ Դանստոն, ინგლ. Bryant Dunston; დ. 28 მაისი, 1986, კუინზი, ნიუ-იორკი) — ამერიკაში დაბადებული წარმოშობით სომეხი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად თურქეთის საკალათბურთო სუპერ ლიგის გუნდ ანადოლუ ეფესში, ცენტრის პოზიციაზე, თამაშობს. იგი გუნდთან ერთად აგრეთვე ასპარეზობს ევროლიგაშიც. დანსტონი ირიცხება სომხეთის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში. საკუთარი მონაცემების წყალობით (სიმაღლით 203 სმ) მან მოიგო ევროლიგის წლის საუკეთესო დამცველის ტიტული და ოლიმპიაკოსთან ერთად მიაღწია 2015 წლის ევროლიგის ფინალს. იგი 2017 წელს ევროლიგის წლის საორე გუნდში მოხვდა.

ბრაიანტ დანსტონი

დანსტონი ანატოლუ ეფესთან ერთად 2017 წლის დეკემბერში
№ 42 – ანატოლუ ეფესი
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 28 მაისი, 1986 (1986-05-28) (38 წლის)
კუინზი, ნიუ-იორკი
ეროვნება ამერიკელი/სომეხი
უმაღლესი სკოლა წმინდა იოანეს მოსამზადებელი სკოლა
(კუინზი, ნიუ-იორკი)
სიმაღლე 203 სმ
წონა 114 კგ
კარიერა
კოლეჯი ფორდჰემი (2004-2008)
NBA-ის დრაფტი 2008 / Undrafted
პროფესიონალური კარიერა 2008–დღემდე
კარიერის ისტორია
2008–2010 მობის ფობუსი
2010–2011 არის თესალონიკი
2011 ბნეი ჰაშარონი
2011-2012 აპოელ ჰოლონი
2012-2013 კიმბერიო ვარესე
2013-2015 ალიმპიაკოსი
2015-დღემდე ანადოლუ ეფესი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბრაიანტ დანსტონი დაიბადა 1986 წლის 28 მაისს, სამხრეთ კეტუკიში, და აღიზარდა ლეფრაკ სითიში. იგი არის წმ. იოანეს მოსამზადებელი საშუალო სკოლის კურსდამთავრებული. დუნსტონი არის ყოფილი ბესიბოლის მოთამაშის, შავონ დანსტონის (ყოფილი MLB-ს პირველი პიკის) ძმიშვილი.[1]

კარიერა კოლეჯში

რედაქტირება

დანსტონმა დაამთავრა ფორდჰამის უნივერსიტეტი. იგი აქ უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბ ფორდჰად რამში თამაშობდა. კოლეჯის კარიერის დასრულებისას იგი დასახელებილი იყო: ყველა-მეტროპოლიტენის პირველ გუნში, ატლატიკური 10 კონფერენციის მეორე გუნდში და ატლანტიკური 10 კონფერენციის პირველ დაცვით გუნდში.[2]

კოლეჯის კარიერის განმავლობაში, მან ფორდჰად რამის 120-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (აქედან 118 ძირითად შემადგენლობაში იყო). უნივერსიტეტის გუნდში ყოფნის დროს მან შემდეგ მიღწევებს მიაღწია: გახდა კლუბის მეორე ლიდერი ქულებში (1832 ქულით), მესამე ადგილი დაიკავა კლუბის ყველა დროის მომხსნელთა შორის (993 მოხსნით) და პირველი ადგილი დაიკავა მოხსნების საერთო რაოდენობით (294).

პროფესიონალური კარიერა

რედაქტირება

ოლიმპიაკოსი

რედაქტირება

2013 წლის 9 ივლისს, დანსტონმა ოლიმპიაკოსთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[3] ევროლიგის სადებიუტო სეზონში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობდა და საშუალოდ 10.3 ქულას, 5.3 მოხსნას, 1.1 ჩაჭრასა და 1.3 დაფარებას აგროვებდა. ოლიმპიაკოსმა ეს სეზონი რეალ მადრიდთან მეოთხეფინალურ შეხვედრაში ანგარიშით 2-3 დამარცხდა. 6 მაისს იგი აირჩიეს ევროლიგის სეზონის საუკეთესო დამცველად.[4]

2015 წლის 6 მაისს, იგი ზედიზედ მეორედ დასახელდა ევროლიგის სეზონის საუკეთესო დამცველად.[5]

ანადოლუ ეფესი

რედაქტირება

2015 წლის 23 ივნისს, ბრაიანტ დასტონმა თურქეთის კლუბ ანადოლუ ეფესთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[6] 2017 წლის 18 მაისს მაინ კიდევ ერთხელ გააფორმა ანადოლუ ეფესთან ორწლიანი კონტრაქტი.[7]

2019 წლის 23 მაისს, მან კვლავ იგივე გუნდთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[8]

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

2016 წლის 6 ივნისს, ბრაიანტ დასტონი შედიოდა სლოვენიის ევრობასკეტზე წარსადგენი გუნდის კანდიდატების სიაში (იური ზდოვცის არჩევანით);[9] თუმცა, სლოვენიის პასპორტის საჭირო დროს ვერმიღების გამო, მას ევრობასკეტზე მონაწილეობა არ მიუღია.[10]

2016 წლის ივნისში დანსტონი ერევანში ჩავიდა, რათა სომხეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სახელით 2016 წლის ფიბას პატარა ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში ეასპარეზა.[11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fordhamsports.com Bryant Dunston Ram Profile. დაარქივებული July 22, 2012, საიტზე Wayback Machine.
  2. Bryant Dunston and Marcus Stout Named All-Metropolitan. Fordhamsports.cstv.com (April 18, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 8, 2008. ციტირების თარიღი: December 16, 2011.
  3. „OLYMPIACOS adds big man Dunston“. euroleague.net. 9 July 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 8, 2014. ციტირების თარიღი: 6 May 2015.
  4. Coaches vote Bryant Dunston of Olympiacos this season's Best Defender. Euroleague.net. ციტირების თარიღი: 7 May 2014.
  5. „2014-15 Best Defender Trophy winner: Bryant Dunston, Olympiacos Piraeus“. euroleague.net. 6 May 2015. ციტირების თარიღი: 6 May 2015.
  6. „Anadolu Efes Istanbul bulks up with Brown, Dunston“. Euroleague.net. June 23, 2015. ციტირების თარიღი: June 23, 2015.
  7. „Bryant Dunston re-signs with Anadolu Efes for two years“. Sportando.com. May 18, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2017. ციტირების თარიღი: May 18, 2017.
  8. „Anadolu Efes keeps Dunston, too“. euroleague.net. 23 May 2019. ციტირების თარიღი: 26 May 2019.
  9. Zbačnik, Gal (16 June 2015). „Reprezentanca najbrž brez Gorana Dragića, a z Dunstonom!“. kosarka.si (Slovenian). ციტირების თარიღი: 16 June 2015.
  10. „Bryant Dunston can not play the Eurobasket in Slovenia“. mundodeportivo.com. 27 July 2015. ციტირების თარიღი: 7 August 2015.
  11. Bryant Dunston joins Armenian national basketball team. PanArmenian.net (20 June 2016). ციტირების თარიღი: 28 June 2016.