ბრაზილია-პარაგვაის ურთიერთობები
ბრაზილია-პარაგვაის ურთიერთობები — საგარეო ურთიერთობები ბრაზილიასა და პარაგვაის შორის.
ბრაზილია |
პარაგვაი |
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულამ გადაწყვეტილება მიიღო პარაგვაისთვის გაესამმაგებინა გადასახადი მათს საზღვარზე მდებარე ერთობლივად ოპერირებადი იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურიდან მიწოდებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ, რითაც გრძელვადიანი დავა დასრულდა. შეთანხმების თანახმად, ბრაზილია მოწოდებული ენერგიის სანაცვლოდ პარაგვაის ყოველწლიურად $360 მილიონს უხდის. ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ შეთანხმებას ისტორიული უწოდა. პარაგვაის პრეზიდენტმა ფერნანდო ლუგომ კი ეს ფაქტი პარაგვაის გამარჯვებად შეაფასა.[1]