ბოჭორმის მეშვიდე ნამოსახლარი

ბოჭორმის მეშვიდე ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 5 კილომეტრზე, ადგილ კაკლიანაში, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შენობათა ნაშთები გეგმით სწორკუთხაა (7 x 5 მეტრი; 4 x 5 მეტრი; 6 x 4 მეტრი და ასე შემდეგ). შემორჩენილია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით ნაგებ შემობათა კედლების წყობის 4-8 რიგი, კედლების სისქეა 0,4-0,6 მეტრი. შენობების წინა, ღია მხარე, შესაძლოა, ხის კონსტრუქციებით იყო ამოყვანილი.

ლიტერატურა რედაქტირება