ბოჭორმის მერვე ნამოსახლარი

ბოჭორმის მერვე ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის ჩრდილოეთით, 7 კილომეტრზე, სტალიანაგორაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ოცამდე ნასახლარი ბუდე. შენობები ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. გეგმით ყველა შენობა სწორკუთხაა (8 x 5 მეტრი; 7 x 4 მეტრი; 6 x 5 მეტრი და ასე შემდეგ). კედლების სისქეა 0,4-0,6 მეტრი.

ლიტერატურა რედაქტირება