ბოსნია და ჰერცეგოვინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

ბოსნია და ჰერცეგოვინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე მდებარე სახმელეთო, საწყლოსნო და საჰაერო ტრანსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ერთობლიობას.

ძირითადი საავტომობილო გზების რუკა ბოსნია და ჰერცეგოვინაში

სახმელეთო

რედაქტირება

საავტომობილო

რედაქტირება

2010 წლის მდგომარეობით ქვეყანაში საავტომობილო გზების სიგრძის ჯამი წარმოადგენდა 22 926 კმ-ს. მათ შორის მყარი საფრით 19 426 კმ (4 652 კმ შიდასაქალაქო გზები) და 3 500 კმ გრუნტის საფრით.[1]
ბოსნიის ტერიტორიაზე გადის შემდეგი საერთაშორისო გზატკეცილები: E65; E73; E661; E761 და E762.

რკინიგზა

რედაქტირება

2015 წლისთვის რკინიგზის სიგრძე ბოსნიაში ჯამურად 1033 კმ-ს შეადგენს, საიდანაც ელექტროფიცირებულია 392 კმ. რელსებს შორისის სიგანე 1435 მმ. სერბთა რესპუბლიკაში რკინიგზას ემსახურება სერბთა რესპუბლიკის რკინიგზა (სერბ. Željeznice Republike Srpske / Жeљeзницe Peпубликe Cpпcкe; შემოკლებით ŽRS / ЖPC; 425 კმ)[2], ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე – ფედერაციის რკინიგზა (ბოსნ. Željeznice Federacije Bosne i Hercegovine; შემოკლებით ŽFBH; 608 კმ)[3]
მეზობელი ქვეყნებიდან ბოსნია და ჰერცეგოვინა რკინიგზით უკავშირდება ხორვატიასა და სერბეთს.

საწყლოსნო

რედაქტირება

ბოსნია და ჰერცეგოვინაში სანაოსნოა მდინარე სავა. მის ნაპირზე მდებარეობს სამდინარო პორტები – ბოსანსკა გრადიშკა, ბოსანსკი ბროდი, ბოსანსკი შამაცი, ბრჩკო და ორაშე.[1] ქვეყანას აქვს მცირე გასასვლელი ადრიატიკის ზღვაზე, ერთადერთი საზღვაო პორტია ქალაქი ნეუმი.

2013 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 24 აეროდრომია – 7 მყარი საფრით (2,5-დან 3 კმ-მდე 4; 1,5-დან 2,5 კმ-მდე 1 და უფრო მცირე სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლით 2) და 17 გრუნტის (2,5-დან 3 კმ-მდე 1, 1,5-დან 2,5 კმ-მდე 5 და უფრო მცირე სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლით 11). ასევე 6 შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი.[1] ქვეყანაში მოქმედებს ოთხი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქებში – სარაევო, ბანია-ლუკა, მოსტარი და ტუზლა. 1994 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ავიაკომპანია B&H Airlines (დაარსდა როგორც Air Bosna).

  1. 1.0 1.1 1.2 Transportation :: Bosnia and Herzegovina. CIA World factbook (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-15. ციტირების თარიღი: 22/05/2015.
  2. Membership & RNE network. RailNetEurope. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-24. ციტირების თარიღი: 22/05/2015.
  3. Infrastructure - Railway lenght. Railwais of the Fedetaion BH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-09. ციტირების თარიღი: 22/05/2015.