ბორჯომის გოგირდის აუზები
ბორჯომის გოგირდის აბანოები — ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი დასასვენებლად და განსაკურნებლად, ბორჯომის გოგირდის წყლები ითვლება ქალაქის სავიზიტო ბარათად. აუზები მდებარეობს ბორჯომის პარკში მდინარე ბორჯომულას გასწვრივ საფეხმავლო ბილიკის დასასრულს, ზოგიერთი სტუმარი მას განსაკურნებლადაც სტუმრობს. არის უსაფრთხოც, რადგან არის 3 ზომის აუზი, ყველაზე თბილი წყალი ნახევარწრის ფორმის აუზში გახლავთ, წყლის საშუალო ტემპერატურა 32-38°C-ია. აქ ასევე შეხვდებით საპიკნიკე ადგილებსაც.
აუზის სამკურნალო თვისებები
რედაქტირებააუზის წყლები არის სამკურნალო დანიშნულების, ის ხელს უწყობს ენდოკრინულ და სისხლძარღვთა სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, წყალი საუკეთესოა მათთვის ვისაც აწუხებს ხერხემლის ან პერიფერული ნერვული სისტემის დაავადებები. გოგირდის წყლები ფუნქციონირებს როგორც ზამთარში ასევე ზაფხულშიც, ამ წყლებს არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან არამედ საზღვარგარეთიდანაც სტუმრობენ. წყლები ასევე გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი თვისებით[1], აუმჯობესებს ძვალ-სახსართა სისტემის მდგომარეობას და უხდება ადამიანის კანს. მისი დახმარებით ასევე მკურნალობენ კანის სხვადასხვა სნეულებას და გინეკოლოგიურ პრობლემებს.