ბორჯიების ოჯახი
ბორჯიები (არაგ. Borja; კატ. Borja) — ესპანური წარმოშობის იტალიური დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ ეს ოჯახი გარყვნილი წესებით მართავდა ე.წ. პაპობის ინსტიტუტს რენესანსის პერიოდში. სხვათა შორის, ისინი მიჩნეულნი არიან, როგორც „ისტორიის პირველი კრიმინალური ოჯახი“ და იტალიური მაფიის წინამორბედნი. ოჯახის მეთაური როდრიგო ბორჯია (1431-1503) გახდა ეკლესიის ეპისკოპოსი, კარდინალი და კანცლერი. მოგვიანებით ის აირჩიეს რომის პაპად, მან აირჩია სახელი ალექსანდრე VI და შეინარჩუნა ეს პოზიცია მინიმუმ თერთმეტი წელი. ბორჯიების ოჯახის სხვა წარმომადგენლები იყვნენ: ჩეზარე ბორჯია და ლუკრეცია ბორჯია — შესაბამისად როდრიგო ბორჯიას ვაჟი და ქალიშვილი. ამ ოჯახის წინააღმდეგ წაყენებული ბევრი ბრალდებიდან რამდენიმე არის: ინცესტი, ღალატი, მკვლელობა და სკანდალი.
-
ჩეზარე ბორჯია. პორტრეტი შესრულებულია ალტობელო მელოუნის მიერ. ქალაქი ბერგამო.
-
ქალის პორტრეტი, ტრადიციულად ვარაუდობენ, რომ ეს არის ლუკრეცია ბორჯია.
-
წმინდა ფრანსის ბორჯია
-
ხუან კასტელარ ი დე ბორჯია
-
ფრანსისკო დე ბორჯია
ლიტერატურა
რედაქტირება- Fusero, Clemente. The Borgias. New York, Praeger Publishers, 1966.
- Grun, Bernard. The Timetables of History. New York, Simon and Schusters, 1946, pp. 218, 220, 222.
- Hale, John R. Renaissance. New York, Time-Life Books, 1965, p. 85.