ჩეზარე ბორჯია
ჩეზარე ბორჯია (კატ. Cèsar de Borja i Catanei დ. 13 სექტემბერი 1475 — გ. 12 მარტი 1507) — რენესანსსის ეპოქის პოლიტიკური მოღვაწე.
ჩეზარე ბორჯია | |
---|---|
Cèsar de Borja i Catanei | |
ვალენტინოისის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 აგვისტო 1498 |
მმართ. დასასრული: | 12 მარტი 1507 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 სექტემბერი 1475 |
დაბ. ადგილი: | რომი, პაპის ოლქი |
გარდ. თარიღი: | 12 მარტი 1507 |
გარდ. ადგილი: | ვიანა, ნავარის სამეფო |
მეუღლე: | შარლოტ დ'აბრეტი |
შვილები: | ლუის ბორჯია |
მამა: | როდრიგო ბორჯია |
დედა: | ვანოცა კატანეი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჩეზარე ბორჯა პაპი ალექსანდრე VI-ის ვაჟი, ე.წ. რენესანსის სარდალი იყო, რომელიც ცენტრალურ იტალიაში საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მის მიერ გამოყენებული მაქინაციები ნიკოლო მაკიაველის „მთავარშია“ აღწერილი.
დაიაბადა 1457 წლის სექტემბერში უძველესი ესპანელი გვარის ოჯახში. მამამისი — კარდინალი როდრიგო ბორჯია, შემდგომში პაპი ალექსანდრე VI იყო, დედა — როდრიგოს ყველაზე სათაყვანებელი საყვარელი, ვანოცა კატანეი. გარყვნილებით ცნობილ როდრიგოს 3 შვილი წინამორბედ საყვარლებთან ჰყავდა, ხოლო ოთხი — ვანოცასთან. ერთ-ერთი მათგანი, ლუკრეცია ერთდროულად მამისა და ძმის საყვარელი გახდა. როდრიგო პოლიტიკური ბრძოლის ხერხად მკვლელობასაც მიმართავდა. ასეთ ხვედრს ვერც ერთმა მისმა მტერმა ვერ დააღწია თავი.
16 წლის ასაკში ჩეზარე პამპლონის ეპისკოპოსი გახდა. 18 წლისამ კი კარდინალობა მიიღო და მამის უახლოეს მრჩეველთა წრეში შევიდა. მაგრამ მრუშობისა და ინცესტის გამო, ჩეზარე ეკლესიური ცხოვრებისთვის სრულიად შეუფერებელი პიროვნება იყო. გარდა ამისა, მან მოაწყო საკუთარი ძმის, პაპის არმიის სარდლის, ხუანის მკვლელობა და მისი ადგილი თავად დაიკავა. 1498 წელს უარი თქვა კარდინალის მანტიაზე და პოლიტიკური მიზნით, ნავარის მეფის ქალიშვილზე დაქორწინდა, თუმცა უკვე ამ დროს, სიფილისისგან სახე იმდენად დამახინჯებული ჰქონდა, რომ იძულებული იყო ნიღაბი ეტარებინა. თავისი ფრანგი მოკავშირეების დახმარებით, პაპის სახელმწიფო საზღვრების გაფართოებას მიჰყო ხელი და ბორჯიას ანკლავი ჩამოაყალიბა. აიძულებდა ლუკრეციას იმ პირებზე გათხოვილიყო, რომლებიც თავად სჭირდებოდა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ხოლო ერთ-ერთი მისი ქმარი მოკლა, როცა ეს დასჭირდა. თავადაც ჩაუდენია პოლიტიკური მკვლელობა, ძირითადად — მოწინააღმდეგე ორსინების ოჯახის წევრებისა. უზარმაზარი არმიით ატერორებდა დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობას და ძალადობასა და გაუპატიურებასაც იყენებდა, როგორც პოლიტიკურ იარაღს. მაკიაველი ხოტბას ასხამდა, რადგან სჯეროდა, რომ იტალიის გაერთიანებას ესწრაფვოდა. თავად ჩეზრეს სახელმძღვანელო დევიზი იყო: „Aut Caesar, Aut nihil“ — „ან კეისარი, ან არაფერი“.
პაპი ალექსანდრე VI-ს მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, 1503 წელს ახალმა პაპმა და ბორჯიების დაუძინებელმა მტერმა, იულიუს II-მ ჩეზარეს დაპატიმრების ბრძანება გასცა. ჩეზარე იძულებული გახდა, დაკავებული ქალაქები დაეტოვებინა და ნეაპოლში გაქცეულიყო, რომელიც იმ დროს ესპანეთის მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. მაგრამ ესპანელებმა უარი თქვეს პაპის წინააღმდეგ მასთან მოკავშირეობაზე და დააპატიმრეს. ბორჯიამ ნავარაში გაქცევით უშველა თავს, სადაც ჩაუსაფრდნენ და მოკლეს 31 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. ქოთორნი. ტირანები, გვ. 57-58 — თბილისი, „კლიო“, 2011.