ბორჩხას ციხე
ბორჩხას ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიული კლარჯეთის ჩრდილოეთ პროვინციის ლიგანისხევის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. ჭოროხის ქვემო წელის მარჯვენა სანაპიროზე, მდ. ჩხალისწყალთან შერთვის სიახლოვეს.
შესწავლის ისტორია
რედაქტირებაბორჩხის ხეობა, მისი მდებარეობიდან გამომდინარე არაერთი მოგზაურის თუ მკვლევარის ყურადღების არეალში მოექცა. ხეობის ტერიტორიაზე არსებულ სიძველეთა შესახებ მრავალი ექსცერპტული ცნობაა შემონახული, თუმცა ბორჩხას ხეობის სრული და კომპლექსური აღწერა-მიმოხილვა დღემდე არ გაკეთებულა. XIX ს-ში ამ ხეობაში იმოგზაურეს გიორგი ყაზბეგმა და დიმიტრი ბაქრაძემ. მათ ბორხჩას ხეობის ტოპონიმიკის, მოსახლეობის ყოფის შესახებ მრავალი საინტერესო ცნობა შემოგვინახეს. ეს ხეობა აღწერილი აქვთ აგრეთვე მოგზაურებს ევგენი ვეიდენბაუმსა და „დროების“ კორესპოდენტ ს. ბავრელს.
ისტორიული გეოგრაფია
რედაქტირებამდ. ჭოროხის ქვემო წელი იყოფოდა 2 ქვეყანად: ბორჩხა და ართვინი. ბორჩხა ლიგანისხევის ჩრდილოეთი ცენტრია, ხოლო ართვინი სამხრეთი. ართვინი-ბორჩხას მონაკვეთში მდ. ჭოროხი საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა სანაოსნოდ და ტვირთის გადასატანად ყველა დროში. ვახუშტის თქმით ბორჩხას ხეობა მოსავლიანი და ხილითა და ვენახოთ მდიდარი ყოფილა, რაც განპირობებული იყო მთისა და ბარის სიახლოვით.
1886 წლის საოჯახო სიების მონაცემებით ბორჩხაში ცხოვრობდა 64 კომლი, 342 ქართველი.
ტოპონიმი
რედაქტირებაბორჩხა ამ ტოპონიმის თურქიზებული ვერსიაა და ოსმალების პერიოდში შეერქვა. ავთენტური სახელდებაა ფორჩხა. ამგვარად უწოდებს ვახუშტი ბაგრატიონი. საქ-ოში კერძოდ იმერეთს რეგიონში გვხვდება ამ ადგილიდან წარმოშობის დამადასტურებელი გვარი - ფორჩხიძე.
ციხის აღწერა
რედაქტირებაბორჩხას ციხე ოვალური ფორმისაა, ოდნავ წაგრძელებული. თანამედროვე ქალაქ ბორჩხას ცენტრში, მდ. ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე, ბენზინგასამართი სადგურის უკან, მდებარეობს ამჟამად რესტავრირებული ძელი ციხის ნაშთები, რომელიც საშალო ზომის უხეშად დამუშავებული ქვით არის ნაგები. ამჟამად ციხეში 5 მეტრი სიგრძის აღმავალი შსასვლელი კიბეა მოწყობილი დაასავლეთს მხრიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9