ბორომირი (Boromir) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ ერთ-ერთი პერსონაჟი, ბეჭდის საძმოს წევრი.

ბორომირი
სხვა სახელები თეთრი კოშკის დიდი მოთავე
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ადამიანი
ნაწარმოები ბეჭდების მბრძანებელი

ბორომირი არის ადამიანთა რასის წარმოდგენელი და ბეჭდის საძმოს ერთ-ერთი წევრი. იგი მოგზაურობს საძმოსთან ერთად მის დაშლამდე. რომანის სიუჟეტის მიხედვით, მას კლავენ მდინარე ანდუინთან, ჰობიტების, პერეგრინ ტუკისა და მერიადოკ ბრენდიბაკის დაცვისას.

ბორომირის ძმა არის ფარამირი, ხოლო მამა - გონდორის მოურავი დენეთორი.

პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელში“ მას განასახიერებს შონ ბინი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება