ბოროდიანკის დაბომბვა

დაბა ბოროდიანკა ინტენსიურად იბომბებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.

ბოროდიანკის დაბომბვა

განადგურებული საცხოვრებელი კორპუსი
მდებარეობა ბოროდიანკა, ბუჩის რაიონი, კიევის ოლქი, უკრაინა
თარიღი მარტი, 2022
სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა
იარაღი კასეტური საბრძოლო მასალა, „ტორნადო“, „ურაგანი“
დაღუპულები 80[1]
თავდამსხმელები რუსეთის დროშა რუსეთი

2022 წლის 7 აპრილს, ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შედეგების აღმოჩენიდან ერთი კვირის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოროდიანკის განადგურები შესახებ განაცხადა. 17 აპრილის მონაცემებით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანახმად, 41 ცხედარი იპოვეს.[2]

რუსული თავდასხმები

რედაქტირება

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე კიევის ჩრდილოეთით მდებარე „ერთქუჩიან“ დაბა[3]ბოროდიანკაში დაახლოებით 13 000 ადამიანი ცხოვრობდა.[4]

კიევსა და მის შემოგრენში მიმდინარე ბრძოლების დროს, ბოროდიანკა, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობს,[3] რუსული ავიაციის მრავალი დარტყმის სამიზნე გახდა.[5] უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, რუსი ჯარისკაცები შენობების დასანგრევად კასეტურ ბომბებს და „ტორნადოსა“ და „ურაგანის“ რაკეტებს იყენებდნენ, ისროდნენ „ღამით, როდესაც სახლებში ხალხის მაქსიმალური რაოდენობა იქნებოდა“.[6] დაბაში შენობების უმეტესობა განადგურდა,[7] მათ შორის თითქმის ყველა ნაგებობა მთავარ ქუჩაზე.[8] რუსულმა ბომბებმა შენობათა ცენტრებს ეცემოდა და მათ ნგრევას იწვევდა, კარკასი კი მთელი რჩებოდა.[7][8] თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ბევრი მაცხოვრებელი საჰაერო დაბომბვის შედეგად ცოცხლად დაიმარხა და ერთი კვირის განმავლობაში მომაკვდავი იწვა. მისი თქმით, მათ, ვინც დასახმარებლად მივიდოდა, რუსი ჯარისკაცები ესროდნენ.[9]

ვენედიქტოვამ რუსი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის „მკვლელობებში, წამებასა და ცემაშიც“ დაადანაშაულა.[4][10]

ზოგიერთი მცხოვრები 38 დღის განმავლობაში იმალებოდა სარდაფებში.[5] 26 მარტიდან კიევიდან უკუგდებული რუსული ნაწილები თანდათანობით გავიდნენ რეგიონიდან, რათა დონბასზე მოეხდინათ კონცენტრაცია.[11] ბოროდიანკის მერის თქმით, დაბაში რუსული კოლონის გადაადგილებისას ჯარისკაცები ყველა ღია ფანჯრისკენ ისროდნენ. მისი შეფასებით, სულ მცირე 200 ადამიანი იყო დაღუპული.[12]

რუსების უკან დახევის დროისთვის ბოროდიანკაში მხოლოდ რამდენიმე ასეული მაცხოვრებელი დარჩა, მოსახლეობის დაახლოებით 90% გაიქცა,[8] ნანგრევებში უცნობი რაოდენობის ხალხი იყო დაღუპული. უკან დახეულმა რუსულმა ჯარებმა მთელ დაბაში ნაღმები განათავსეს.[8]

შემდგომი განვითარება

რედაქტირება

„ფრანს-პრესი“ ბოროდიანკაში 5 აპრილს ჩავიდა. მის წარმომადგენლებს არ დაუფიქსირებიათ ცხედრები, მაგრამ იტყობინებოდნენ ფართო ნგრევის შესახებ და რომ ზოგიერთი სახლი „უბრალოდ აღარ არსებობდა“. დაღუპულთა რიცხვი დაუდგენელი რჩებოდა: ერთმა მაცხოვრებელმა აღნიშნა, რომ მან მინიმუმ ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იცოდა, მაგრამ სხვები ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ რჩებოდნენ და ჯერ არავის უცდია მათი ამოყვანა.[11][13]

7 აპრილს ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ორი შენობის ნანგრევებში 26 ცხედარი აღმოაჩინეს.[14] მან ასევე აღნიშნა, რომ ბოროდიანკა „რეგიონში ყველაზე დანგრეული ქალაქი“ იყო და თავდასხმათა სამიზნე მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა აღმოჩნდა, რადგან აქ არ იყო განლაგებული სამხედრო ობიექტები.[4] პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემდგომში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოროდიანკაში დაღუპულთა რაოდენობა „უფრო უარესი“ იყო, ვიდრე ბუჩაში .[14][15][16]

Europe 1“-ის თანახმად, რუსების წასვლიდან ათი დღის შემდეგ, მეხანძრეები კვლავ მუშაობდნენ ნანგრევებიდან ცხედრების ამოსაყვანად, რათა ღირსეულად დაეკრძალათ ისინი. მათ მუშაობას ართულებდა სხვა შენობების ჩამონგრევის რისკი. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ცხედარს პოულობდნენ. ადგილობრივი მორგები გადატვირთული იყო და დაღუპულები 100 კილომეტრზე ან უფრო შორს უნდა გადაეყვანათ.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Civilian Body Count in Kyiv Region Surpasses 1,000, Regional Police Chief Says en (2022-04-22). ციტირების თარიღი: 2022-04-23
  2. Kozhukhar, Oleksandr; Prentice, Alessandra (18 აპრილი, 2022). „Ukrainians defy Russian surrender demand in Mariupol on 'Easter of war'. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 Pérez-Peña, Richard (2022-04-05). „In the rubble of a town near Kyiv, many are missing and feared dead“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-04-14.
  4. 4.0 4.1 4.2 Senneville, Frédéric (8 აპრილი, 2022). „Guerre en Ukraine. À Borodianka, une situation "plus horrible" qu'à Boutcha. Le point de la nuit“ [Warre in Ukraine. In Borodianka, a situation "more horrible" than in Bucha. Nightly report.]. Ouest-France (ფრანგული). ISSN 1760-6306. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 5.2 „Ukraine : à Borodianka, la difficulté d'extraire les cadavres“. Europe 1 (ფრანგული). 9 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. Iryna Venediktova [VenediktovaIV]. (7 აპრილი, 2022) Borodianka is the most destroyed city in the Kyiv region. Evidence of Russian war crimes is here at every turn: cluster bombs, missiles, burned elements of the "Smerch". The whole world strives for peace and justice. Russia will be held accountable for its every deadly step. Бородянка - найзруйнованіше місто Київщини. Докази воєнних злочинів РФ тут на кожному кроці: касетні бомби, ракети, спалені елементи «Смерчу». Весь світ прагне миру і справедливості. Росія відповість за кожен свій смертоносний крок. en,uk. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2022
  7. 7.0 7.1 Karazy, Sergiy (2022-04-08). „Borodianka razed: Zelenskiy says situation 'more dreadful' than Bucha“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-14. ციტატა: „Few buildings remain standing in Borodianka, the ones that do have burn marks running up their walls.“
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Sullivan, Becky (2022-04-07). „Ukrainians return to Borodyanka after Russian withdrawal and find their town in ruins“. NPR (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-14.
  9. Nava, Victor I. „Civilians "buried alive" in Borodyanka, "much worse" than Bucha, Zelensky says“. Washington Examiner (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  10. „Під завалами будинків у Бородянці знайшли вже 26 загиблих“. Фокус (უკრაინული). 2022. ციტირების თარიღი: 2022-04-14.
  11. 11.0 11.1 „Massacre de Boutcha : ce que l'on sait sur la découverte des corps de civils“. Le Monde.fr (ფრანგული). 2022-04-05. ციტირების თარიღი: 2022-04-09.
  12. „Guerre en Ukraine : la ville de Borodyanka dévastée par les frappes russes“. Franceinfo (ფრანგული). 6 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. „Guerre en Ukraine: Zelensky accuse les Russes de nouveaux massacres à Borodianka“. Le HuffPost (ფრანგული). 5 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  14. 14.0 14.1 Senneville, Frédéric (8 აპრილი, 2022). „Ukraine : le bilan à Borodianka s'annonce 'bien plus horrible' qu'à Boutcha, affirme Zelensky“ [Ukraine: The death toll in Borodianka proves 'even more horrible' than in Bucha, reports Zelenskyy]. TF1 (ფრანგული). ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. Senneville, Frédéric (8 აპრილი, 2022). „Guerre en Ukraine : Borodianka pire que le massacre de Boutcha ? L'angoisse des autorités ukrainiennes“ [War in Ukraine: Borodianka worse than the Bucha massacre? The anguish of the Ukrainian authorities]. La Dépêche du Midi (ფრანგული). ISSN 2100-0573. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. Henley, Jon (8 აპრილი, 2022). „Russia laments 'tragedy' of troop deaths as Zelenskiy warns of atrocities in Borodianka“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)