ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი – ნაღმის სახეობა, რომელიც გამოიყენება ადამიანის წინააღმდეგ. მისი მიზანი არის არა ადამიანის ლიკვიდაცია, არამედ მისთვის მძიმე ჭრილობების მიყენება და სხეულის დასახიჩრება, რამაც უნდა გამოიწვიოს მოწინააღმდეგის ლოგისტიკური დატვირთვის ზრდა (უმეტესწილად სამედიცინო თვალსაზრისით) და მისი დემორალიზება. ამგვარი ნაღმი, როგორც წესი თვითფეთქებადია, რაც განსხვავებით დისტანციური ნაღმებისაგან გამორიცხავს სამხედრო და სამოქალაქო პირებს შორის გარჩევის შესაძლებლობას.
საერთაშორისო საზოგადოებას საკმაოდ ერთჯეროვანი ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისადმი. 1997 წლის ოტავის კონვენციის მიხედვით, რომლის რატიფიკაცია 2010 წლის აპრილისათვის 156 ქვეყანამ მოახდინა, იკრძალება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების პროდუქცია, გამოყენება, შენახვა და გასხვისება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოტავას კონვენცია
- კანადის სახმელეთო ნაღმების ფონდი დაარქივებული 2010-08-19 საიტზე Wayback Machine.