ბორნის უპირატესობა

ბორნის უპირატესობა2004 წლის ამერიკულ-გერმანული თრილერი. ფილმი დაფუძნებულია რობერტ ლადლუმის „ჯეისონ ბორნის “ რომანების სერიაზე. ფილმმა სახელწოდება მიიღო სერიის მეორე წიგნის მიხედვით, თუმცა, რომანის სიუჟეტისაგან მთლიანად განსხვავებულია. პოლ გრინგრასმა ფილმი ტონი გილროის სცენარის მიხედვით გადაიღო. კინოკომპანიამ - Universal Pictures - ფილმი კინოთეატრებში 2004 წლის 23 ივნისს გამოუშვა. ბორნის ფილმების სერიაში ის რიგით მეორეა: ბორნის იდენთიფიკაცია (2002), ბორნის ულტიმატუმი (2007), ბორნის მემკვიდრეობა (2012) და ჯეისონ ბორნი (2016).

ბორნის უპირატესობა აგრძელებს ჯეისონ ბორნის ისტორიას. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აგენტი კვლავ ფსიქოლოგიური ამნეზიისაგან იტანჯება[1]. ბორნის როლს მეთ დეიმონი ასრულებს. ფილმი მთლიანად აგებულია მის მცდელობაზე, როგორმე თავისი წარსულის შესახებ უფრო მეტი გაიხსენოს, თანაც კიდევ ერთხელ ექცევა CIA-სა და ოპერაცია „ტრედსტოუნის“ შეთქმულებაში. ფილმში ასევე მონაწილეობენ კარლ ურბანი (კირილი), ბრაიან კოქსი (უარდ ებოტი), ჯოან ალენი (პამელა ლენდი) და ჯულია სტაილზი (ნიკი პარსონსი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "The Bourne Supremacy". British Film Institute. London. Retrieved September 30, 2012.
  • "The Bourne Supremacy (2004)". Box Office Mojo. Amazon.com. Retrieved 2007-08-06.
  1. Bennett, Bruce (2008-05-28). "Jason Bourne Takes His Case to MoMA". NYSun.com. Retrieved 2009-09-10.