ბორის ჩხეიძე
ბორის ჩხეიძე (დ. 1 იანვარი, 1902, წაღვლი — გ. 22 აპრილი, 1979, თბილისი) — ქართველი მწერალი.
ბიოგრაფიარედაქტირება
ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1927 წლიდან. მისი თხზულებებია მოთხრობების კრებული „დღეები“ (1931), რომანი „ფერო“ (1932), „ომგადახდილი“ (1945), 1905 წლის რევოლუციის ამსახველი რომანი „ლიხავის პირას“ (1947), „ხოხბის წყაროსთან“ (1960), „მწვანე ხოდაბუნი“ (1960). მოთხრობების კრებული გამოსცა 1934, 1940, 1950, 1954, 1964, 1967 წლებში. მისი მოთხრობები და რომანები თარგმნილია რუსულ ენაზე.
ლიტერატურარედაქტირება
- კვერენჩხილაძე, რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 173-174.