ბორის პოსტულატები

ბორის პოსტულატები — დანიელი მეცნიერ ნილს ბორის მიერ დამტკიცების გარეშე შემოღებული ძირითადი დაშვებები, რომელიც საფუძვლად დაედო ბორის თეორიას.

ბორის ატომის მოდელი.

ცნობილია, რომ რეზერფორდის პლანეტალური მოდელი მოიცავდა წინააღმდეგობებს. ნაკლოვანებების გამოსწორება მოახერხა ნილს ბორმა, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა ატომური ბირთვული მოდელი და მაქს პლანკის სინათლის კვანტური თეორია. მაქს პლანკის თეორიის მიხედვით სინათლის ენერგიის გამოყოფა ან შთანთქმა ხდება არა უწყვეტად, არამედ წყვეტილად, ულუფების ანუ კვანტების სახით. აქედან გამომდინარე, ბორმა ჩათვალა, რომ ელექტრონის ენერგიის ცვლილება ხდება დისკრეტულად ანუ წყვეტილად. ბორმა ელექტრონის დამახასიათებელი თვისებები ბირთვის გარშემო მოძრაობისას წარმოადგინა სამი პოსტულატის სახით:

  1. ელექტრონი ბირთვის გარშემო მოძრაობს ე.წ. „სტაციონარულ ორბიტაზე“
  2. სტაციონარულ ორბიტაზე მოძრაობისას ელექტრონი სინათლეს არ ასხივებს ან არ შთანთქავს
  3. ერთი სტაციორული ორბიტიდან მეორეზე გადასვლისას ელექტრონი გამოჰყოფს ან შთანთქავს ენერგიას, კერძოდ, ბირთვთან ახლოს მყოფი ორბიტიდან უფრო დაშორებულ ორბიტაზე გადასვლა ხდება ენერგიის შთანთქმის ხარჯზე და პირიქით.

მიკრონაწილაკის კვანტური ენერგია გამოითვლება ფორმულით E=hν, სადაც h პლანკის მუდმივაა, ხოლო v – ტალღის სიხშირე

ელექტრონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვანტური ენერგიის ცვლილება გამოისახება ფორმულით E=E2-E1, სადაც E2 წარმოადგენს მიკრონაწილაკის კვანტური ენერგიას საწყის მდგომარეობაში, ხოლო E1 – საბოლოო მდგომარეობაში.

ნილს ბორმა სტაციონარულ ორბიტის მდგრადობისა და მასზე მოძრავი ელექტრონის სრული ენერგიის გათვალისწინებით გამოთვალა სტაციონარული ორბიტის რადიუსი,მასზე ელექტრონის მოძრაობის სიჩქარე და ენერგიის ფორმულები:

როგორც ცნობილია, ელექტრონის საკუთარი ორბიტალური მომენტი ტოლია მისი იმპულსისა და რადიუსის ვექტორული ნამრავლის –

სადაც m ელექტრონის მასაა, v – ელექტრონის აჩქარება, r – რადიუსი,n – ორბიტების რაოდენობა. აქედან ორივე მხარის კვადრატში აყვანის შემდეგ

ანალოგიურად შეიძლება გამოვიყვანოთ ფორმულები ენერგიისა და სიჩქარისთვისაც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება