ბორის კოლკერი (რუს. Борис Григорьевич Колкер; დ. 15 ივლისი, 1939, მოლდავეთის სსრ) — მთარგმნელი, ენათმეცნიერების დოქტორი, ინტერლინგვისტი და ესპერანტოს სამი სახელმძღვანელოს ავტორი. 1993 წლამდე საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მოქალაქე იყო, ხოლო 1993 წლიდან ცხოვრობს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში (აშშ) ცხოვრობს.

ბორის კოლკერი
დაბ. თარიღი 15 ივლისი, 1939(1939-07-15)[1] (85 წლის)
დაბ. ადგილი ტირასპოლი[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 აშშ
 მოლდოვა
 რუსეთი
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი, ესპერანტისტი, esperantologist და მასწავლებელი
ალმა-მატერი მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნათესავ(ებ)ი დანიელო კოლკერი
ჯილდოები Honorary Member of the World Esperanto Association

ესპერანტო 1957 წელს ისწავლა და დაიცვა დისერტაცია ესპერანტოლოგიის განხრით. გამოცემული აქვს ესპერანტოს სამი სახელმძღვანელო, ასევე ავტორია მრავალი სტატიისა და რეცენზიისა ინტერლინგვისტიკის სფეროში. მისი ერთ-ერთი სახელმძღვანელო თარგმნილია ქართულ ენაზე. დიდი პოპულარობა მოუტანა მას წიგნმა „მოგზაურობა ესპერანტოს სამყაროში“, რომელიც ამავე დროს ესპერანტოს სრულყოფილ სახელმძღვანელოსა და ესპერანტო-კულტურის მეგზურს წარმოადგენს. ამ წიგნმა იგი ცნობილი გახადა როგორც გიდი ესპერანტოს სამყაროში.

ბორის კოლკერი ესპერანტოს აკადემიისა და უეა-ს (უნივერსალური ესპერანტო-ასოციაცია) წევრი და ჟურნალ „ონატოს“ თანარედაქტორია. იგი ოცი წლის მანძილზე რუსეთში ესპერანტოს დაუსწრებელი სწავლების კურსს ხელმძღვანელობდა. მან ამ ხნის მანძილზე 900-მდე დიპლომირებული ესპერანტისტი გამოზარდა, მათ შორის რამდენიმე საქართველოდან. სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირსა და რუსეთში ესპერანტო-ორგანიზაციების ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო. 1982 წელს იგი საქართველოს ეწვია და ქართველ ესპერანტისტებს თბილისსა და ბათუმში შეხვდა.

შემდეგ ესპერანტოს აშშ-ის უნივერსიტეტებში სან-ფრანცისკოსა და ჰარტფორდში ასწავლიდა. ამჟამად ბორის კოლკერი ინტერნეტში დახელოვნების საერთაშორისო კურსს ხელმძღვანელობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #101987578X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.