ბორის ინასარიძე

ინჟინერი

ბორის ინასარიძე (დ. 12 სექტემბერი, 1933, კრიხი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 1994) — ქართველი ინჟინერი.

1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და ექსპლუატაციის სპეციალობით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მელიორაციის ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ საქწყალპროექტში ჯგუფის ხელმძღვანელად, სამშენებლო ტრესტ სამგორწყალმშენში უბნის უფროსად, სამშენებლო ტრესტ კოლხეთმშენის აფხაზეთის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად. იყო სამშენებლო ტრესტ კოლხეთმშენის მმართველი, რესპუბლიკური საწარმოო გაერთიანება „საქწყალექსპლუატაციის“ უფროსის მოადგილე და საქსოფწყალმომარაგების თავმჯდომარე. იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე. ხელმძღვანელობდა ქვემო სამგორისა და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემების, ზონკარის ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის, კოლხეთის დაბლობის დამშრობი ნაგებობების, სამრეწველო-სამოქალაქო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ფოთის მშენებლობისა და განვითარების საქმეში. არაერთგზის იყო არჩეული ცხინვალისა და ფოთის საქალაქო საბჭოების დეპუტატად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება