ბორის ელცინის პიკი
ბორის ელცინის პიკი — მწვერვალი ყირგიზეთში, ტიან-შანში, თერსქეი-ალათაუს ქედზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია ისიქ-ქოლის ოლქის ტერიტორიაზე. სიმაღლე 5168 მ. დაფარულია მყინვარებით. ვრცელდება თერსქეი-ალათაუს ქედის ცენტრალურ ნაწილში.[1] ადრე ცენტრალური ოღუზ-ბაში ეწოდებოდა, ხოლო 2002 წლიდან გადაერქვა და ეწოდა რუსეთის პირველი პრეზიდეტის ბორის ელცინის სახელი.[2]
ბორის ელცინის პიკი | |
---|---|
ბორის ელცინის პიკი | |
კოორდინატები: 42°08′36″ ჩ. გ. 78°23′11″ ა. გ. / 42.14333° ჩ. გ. 78.38639° ა. გ. | |
ქვეყანა | ყირგიზეთი |
ტერიტორიული ერთეული | ისიქ-ქოლის ოლქი |
სიმაღლე | 5168 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 818 მ |
ქედი | თერსქეი-ალათაუ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ «Пик Ельцина» - вершина в горах Алатау. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-06. ციტირების თარიღი: 2020-02-06.
- ↑ Summit of success for Yeltsin