ბორის ბერიძე
ბორის იოსების ძე ბერიძე (დ. 13 ივლისი, 1888, — გ. 17 თებერვალი, 1917) — ერთ-ერთი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი, რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
აზნაური; დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში რუსეთის არმიის პოლკოვნიკის ოჯახში. 1906 წელს დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი. 1906–1908 წლებში სწავლობდა პავლეს სამხედრო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ პოდპორუჩიკის წოდებით გადაიყვანეს 34-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1915 წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის წოდება. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა მე-3 საარმიო საავიაციო რაზმში. დაიღუპა დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის პოზიციებზე სადაზვერვო ფრენის დროს: მართავდა „ვუაზენის“ ტიპის აპარატს, რომელიც საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო მტრის „ფოკერის“ ტიპის გამანადგურებელმა. დაჯილდოებული იყო წმ. ანას II და IV, წმ. სტანისლავის II და III, წმ. გიორგის IV (1917) ხარისხის ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- (რუსული) Авиаторы - кавалеры ордена Св. Георгия и Георгиевского оружия периода Первой мировой войны 1914-1918 годов: Биографический справочник / Сост. М.С. Нешкин, В.М. Шабанов. - М: «Российская политическая энциклопедия» (РОССПЭН), 2006