ბორიდები
ბორიდები — ბორის ნაერთები ლითონებთან. ბორიდებს ახასიეთებს როგორც ლითონური, ისე არალითონური (ნახევრად გამტარი) ნივთიერებების თვისებები. ლითონური თვისებებია: მაღალი თბო- და ელექტროგამტარობა, ლიტონური ბზინვა, ტემპერატურის გადიდების შედეგად ელექტროწინაღობის კოეფიციენტის ზრდა. ბორიდების უმრავლესობა მჟავამედეგია (მაგალითად, -ზე არ მოქმედებს მდუღარე თეზაფიც კი), ნაკლებად პლასტიკური და მეტად სალია (მიკროსისალე 20-30 გნ/მ2). -ის სიმტკიცის ზღვარი გაგლეჯისას (როცა მისი ფორიანობა 2-3%-ს უდრის) 380 მეგნ/მ2-ია. -ის დრეკადობის მოდულია 650 გნ/მ2, -ის — 700 გნ/მ2, -ის — 685 გნ/მ2, ხოლო -ისა — 790 გნ/მ2.
ფორმულა | CAS ნომერი | სიმკვრივე (გ/სმ3) | დნობის ტემპერატურა (°C) |
---|---|---|---|
TiB2 | 12045-63-5 | 4.38 | 3225 |
ZrB2 | 12045-64-6 | 6.17 | 3050 |
HfB2 | 12007-23-7 | 11.2 | 3650 |
VB2 | 12007-37-3 | 5.10 | 2450 |
NbB | 12045-19-1 | 7.5 | 2270 |
NbB2 | 12007-29-3 | 6.97 | 3050 |
TaB | 12007-07-7 | 14.2 | 2040 |
TaB2 | 12007-35-1 | 11.2 | 3100 |
CrB2 | 12007-16-8 | 5.20 | 2170 |
Mo2B5 | 12007-97-5 | 7.48 | 2370 |
W2B5 | 12007-98-6 | 14.8 | 2370 |
Fe2B | 12006-85-8 | 7.3 | 1389 |
FeB | 12006-84-7 | 7 | 1658 |
CoB | 12006-77-8 | 7.25 | 1460 |
Co2B | 12045-01-1 | 8.1 | 1280 |
NiB | 12007-00-0 | 7.13 | 1034 |
Ni2B | 12007-01-1 | 7.90 | 1125 |
LaB6 | 12008-21-8 | 6.15 | 2715 |
UB4 | 12007-84-0 | 9.32 | 2530 |
UB2 | 12007-36-2 | 12.7 | 2430 |
მიღება
რედაქტირებაბორიდების მისაღებად ლითონთა ჟანგეულებს აღადგენენ ბორის კარბიდისა და მურის ნარევით ( ) ან ლითონთა ჟანგეულებისა და ბორის ანჰიდრიდის ნარევს აღადგენენ მურით ( ). არსებობს აგრეთვე ბორიდების მიღების მაგნიტოთერმული და სხვა მეთოდები.
გამოყენება
რედაქტირებაბორიდების ფხვნილის დაწნეხითა და შეცხობით ან ცხლად დაწნეხით ამზადებენ მკვრივ ნაკეთობებს. ბორიდებს იყენებენ რადიოელექტრონიკაში, ბირთვულ ტექნიკაში (სარეგულაციო მასალად და ბირთვული გამოსხივებისაგან დასაცავად), მეტალურგიაში, მანქანათმშენებლობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 471.