ბორდოული დოგი
ბორდოული დოგი (ფრანგ. Dogue de Bordeaux) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთი ანტიკურ ხანაში.
წარმოშობის ქვეყანა | საფრანგეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
მრავალი საუკუნის განმავლობაში ფრანგული პროვინცია ბორდო ინგლისელ მეფეებს ემორჩილებოდა. ამ მხარეში მცხოვრებ მოდარაჯე ძაღლებს აჯვარებდნენ ინგლისურ მასტიფებთან და მსგავს ძაღლებთან ესპანეთიდან, რის შედეგადაც გაჩნდა ეს ძლიერი, ზოგჯერ მძვინვარე ცხოველი. ეს ძალიან ძველი ჯიშია, იგი უფრო მეტად წააგავს ცოტა ხნის წინ გამოყვანილ ბულმასტიფს, ვიდრე ძველინგლისურ მასტიფს. არსებობის დასაწყისში ბორდოულ დოგებს სამხრეთ საფრანგეთში იყენებდნენ ტახზე და დათვზე სანადიროდ. უშიშარი ძაღლები გამოდიოდნენ არენაზე ძაღლებთან და სხვა ცხოველებთან საბრძოლველად. საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ეს ჯიში მხოლოდ 1989 წელს ამერიკული მხატვრული ფილმის „ტერნერი და ჰუჩი“-ის (ტომ ჰენქსის მონაწილეობით) ეკრანებე გამოჩენის შემდეგ აღიარეს.
ბორდოულ დოგს ახასიათებს დამოუკიდებელი ძალა. იგი ეჭვიანია უცხნობების მიმართ და უყვარს უცნობი ადამიანების შეშინება. ბორდოული დოგის შეფერილობა შეიძლება იყოს ოქროსფერი, ჩალისფერი, წითელი ხის ფერი. ოვალური თვალების ზემოთ კანის ნაკეცებია. დიდი, ნაოჭებით დაფარული თავი საშიშ შთაბეჭდილებას ქმნის, თავის ქალა განიერი და მოკლეა. კუდი გრძელია და მოკლე ბალნითაა დაფარული. ბორდოული დოგი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ასევე ადვილად ეგუება ცხელ, მზიან და ცივ კლიმატს, კარგი მოდარაჯეა, ბალანი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბორდოული დოგი (ინგლისური)