ბორდერ-ლესტერული ჯიშის ცხვარი

ბორდერ-ლესტერული ჯიშის ცხვარი, სახორცე-სამატყლე ცხვრის ჯიში. გამოყვანილია ინგლისში XIX საუკუნის შუა წლებში ლესტერული ცხვრის შევიოტთან შეჯვარებით. ტანადი ცხოველია, მოხდენილი, მოგრძო ტანი და ფართო სწორი ზურგი აქვს. ერკემლის ცოცხალი მასაა 90-100 კგ, ნერბისა 60-70 კფ. მატყლი ერთგვაროვანია 46-56-ე ხარისხისა, რბილი, ლამაზი ბზინვარება აქვს, სიგრძე 20-25 სმ. მატყლის ნაპარსი — ერკემლისგან 5-6 კგ, ნერბისგან 3-3,5 კგ. 100 ნერბი 170-მდე ბატკანს იგებს. იყენებენ უმთავრესად სამრეწველო შეჯვარებისათვის. ნაჯერ ცხვარს უუმჯობესდება ტანადობა, სახორცე თვისებები, მერძეულობა და ჩქარდება ადრეულობა.

ლიტერატურა

რედაქტირება