ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბონდო კანდელაკი (დ. 12 დეკემბერი, 1928, ბზვანი — გ. 2000) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ინსტიტუტი.

1949–1958 წლებში იყო ქობულეთის რაისაავადმყოფოს თერაპევტი. 1955–1958 წლებში მთავარი ექიმი. ქობულეთის IV სამმართველოს სანატორიუმის მთავარი ექიმი. 1958–1960 წლებში კვების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის კლინიკური ორდინატორი. 1963 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1968 წელს ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი. 1973 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის გასტროენტეროლოგიის საკითხებზე.

1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ხაშის გავლენა კუჭის სეკრეციულ ფუნქციაზე და მისი მოქმედების მექანიზმის ზოგიერთი საკითხი.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 138

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება