ბონგ ჯუნ ჰო

(გადამისამართდა გვერდიდან ბონგ ჯუნ-ჰო)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
ბონგ, ხოლო სახელი — ჯუნ ჰო.

ბონგ ჯუნ ჰო (კორ. 봉준호; დ. 14 სექტემბერი, 1969) — სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

ბონგ ჯუნ ჰო
봉준호
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი, 1969 (1969-09-14) (55 წლის)
დეგუ, სამხრეთი კორეა
ეროვნება კორეელი
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი
ცნობილი ნაშრომები „სიკვდილის მოგონებები“
„მასპინძელი“
„თოვლისმჭრელი“
„პარაზიტი“
ჯილდოები ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის
ოქროს პალმის რტო

ბონგის სარეჟისორო დებიუტი 2000 წელს ფილმით „მყეფარე ძაღლები არასოდეს იკბინებიან“ შედგა. კრიტიკული და კომერციული წარმატება მას მომდევნო ფილმებმა მოუტანა, ესენია: კრიმინალური თრილერი „მოგონებები სიკვდილზე“, „მასპინძელი“ (2006), მძაფრსიუჟეტიანი სამეცნიერო ფანტასტიკა „თოვლისმჭრელი“ (2013) და ოსკაროსანი სოციალური თრილერი „პარაზიტი“ (2019). ჩამოთვლილი ფილმები სამხრეთ კორეის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოსურათების რიგებში იკავებს ადგილს, ხოლო „პარაზიტი“ სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.[1]

„პარაზიტმა“ 2019 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე გამარჯვება მოიპოვა სამ ნომინაციაში: საუკეთესო სურათი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი, რითაც პირველი ოსკაროსანი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა. ამასთანავე „პარაზიტი“ პირველი უცხოური ფილმია, რომელმაც საუკეთესო სურათის ნომინაციაში გაიმარჯვა.[2][3] კანის კინოფესტივალზე კინოსურათმა ოქროს პალმის რტო მოიპოვა, რითაც ამ ჯილდოს მფლობელი პირველი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა.[4][5]

2017 წელს ბონგი Metacritic-ის სიაში XXI საუკუნის 25 საუკეთესო რეჟისორს შორის დასახელდა,[6] ხოლო 2020 წელს მოხვდა ტაიმის ყოველწლიურ სიაში – 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი.[7]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბონგ ჯუნ ჰო სამხრეთ კორეის ქალაქ დეგუში დაიბადა. იგი ოთხ დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო.[8] მისი მამა, ბონგ სან-იუნი, პირველი თაობის გრაფიკული დიზაინერი, ინდუსტრიული დიზაინერი, იონამის უნივერსიტეტის ხელოვნების პროფესორი და ეროვნული ფილმის ინსტიტუტში ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელი იყო, ხოლო დედა, პარკ სო-იუნგი – დიასახლისი.[8] ბონგის მამა, როგორც სეულის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დიზაინის პროფესორი, 2007 წელს პენსიაში გავიდა და 2017 წელს გარდაიცვალა. მომავალი რეჟისორის ბებია, პარკ ტევონი, იაპონიის მმართველობის პერიოდში პატივსაცემ ავტორად ითვლებოდა.[8][9] ბონგის უფროსი ძმა, ბონგ ჯუნ სო, ინგლისურის პროფესორია სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში, ხოლო უფროსი და, ბონგ ჯი ჰი, ანიანის უნივერსიტეტში მოდის დიზიანს ასწავლის.

ბონგმა კინორეჟისორობა თოთხმეტი წლის ასაკში გადაწყვიტა. მის პროფესიულ არჩევანზე გავლენა მამამისმა მოახდინა.იგი ადრეული ასაკიდანვე ცდილობა მამის მიბაძვით ეხატა. დაწყებითი სკოლის პერიოდში, ბონგის ოჯახი სეულში გადავიდა.[9] 1988 წელს იგი იონსეის უნივერსიტეტში, სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.[8] იმჟამად უნივერისტეტის კამპუსები სამხრეთ კორეის დემოკრატიული მოძრაობის კერებს წარმოადგენდა. ბონგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ დემონტრაციებში, რომელთა დარბევასაც სამართალდამცავები ცრემლსადენი გაზის საშუალებით ცდილობდნენ.[8][10] ბონგმა ორი წელი სავალდებული სამხედრო სამსახურში გაატარა. იგი სწავლას 1992 წელს დაუბრუნდა.[8] მოგვიანებით მან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად კინოკლუბი „ყვითელი კარი“ დააარსა.[8] თავისი პირველი ფილმები მან სწორედ კინოკლუბის წევრობისას გადაიღო, მათ შორისაა „სამოთხის ძიება“. ბონგმა იონსეის უნივერსიტეტი 1995 წელს დაამთავრა.[8]

1990-იანი წლების დასაწყისში ბონგმა კორეის კინოხელოვნების აკადემიანიში ორწლიანი პროგრამა გაიარა. ამ პერიოდში მან უამრავი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მისი სადიპლომო ნაშრომები — „შეუსაბამობა“ და „მოგონენები“ — ჰონ-კონგისა და ვანკუვერის საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარადგინეს.

ინსპირაცია და სტილი

რედაქტირება

ბავშვობაში ბონგმა ნახა რომანტიკული ტრაგედია „შავი ორფეუსი“ (1959), რამაც მომავალ რეჟისორზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ბონგის მთავარი ინსპირატორი რეჟისორები არიან გილერმო დელ ტორო ― მისი საყვარელი ფილმებია „ეშმაკის ხერხემალი“ (2001) და „პანის ლაბირინთი“ (2006) ― და ნაგისა ოსიმა.[11] ბონგი ასევე შეისწავლიდა მარტინ სკორსეზეს შემოქმედებას. ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ სკორსეზე მისთვის ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყაროა.[12]

გადაღებებზე ბონგი ცდილობს მსახიობებს თავი კომფორტულად აგრძნობინოს, იგი მათ აძლევს თავისუფლებას, ასევე რთავს იმპროვიზაციის ნებას. მან აღნიშნა, რომ არ უყვარს ტერმინი „მსახიობების ხელმძღვანელობა“, რადგანაც თვლის, რომ „თამაში მსახიობის საქმეა, ის, რისი ხელმძღვანელობაც მას არ შეუძლია.“

2012 წელს ბონგმა მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ ჟურნალ Sight & Sound-ის გამოკითხვაში, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფილმების გამოსავლენად ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ტარდება. გამოკითხვაში თანამედროვე რეჟისორები მათთვის გამორჩეულ 10 საუკეთესო ფილმს ასახელებენ.[13] ბონგმა აღნიშნა, რომ არჩეულმა ფილმებმა მის კინოხედვაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. წარმოგიდგენთ ფილმების ჩამონათვალს:[14]

  • „სევდის ქალაქი“ (ტაივანი, 1989)
  • „წამალი“ (იაპონია, 1997)
  • „ფარგო“ (აშშ, 1996)
  • „დიასახლისი“ (სამხრეთი კორეა, 1960)
  • „ფსიქო“ (აშშ, 1960)
  • „ცოფიანი ხარი“ (აშშ, 1980)
  • „ბოროტების კვალი“ (აშშ, 1958)
  • „შურისძიება ჩემია“ (იაპონია, 1979)
  • „შიშის საზღაური“ (საფრანგეთი, 1953)
  • „ზოდიაქო“ (აშშ, 2007)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Box Office: All Time. Korean Film Council. ციტირების თარიღი: March 11, 2018
  2. Ordona, Michael (February 10, 2020). „Why Bong Joon Ho actually won three Oscars this year, not four“. Los Angeles Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: February 10, 2020.
  3. Buchanan, Kyle; Barnes, Brooks (February 9, 2020). 'Parasite' Earns Best-Picture Oscar, First for a Movie Not in English“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: February 10, 2020.
  4. Debruge, Peter. Bong Joon-ho's 'Parasite' Wins the Palme d'Or at Cannes. Variety (May 25, 2019).
  5. Pulver, Andrew (May 25, 2019). „Bong Joon-ho's Parasite wins Palme d'Or at Cannes film festival“. The Guardian. ციტირების თარიღი: May 27, 2019.
  6. Dietz, Jason (July 19, 2017). „25 Best Film Directors of the 21st Century (So Far): Bong Joon-ho“. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 25, 2018. ციტირების თარიღი: March 11, 2018.
  7. Time 100 Most Influential People: 2020. Time (September 22, 2020). ციტირების თარიღი: September 23, 2020
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Jung, E. Alex (October 7, 2019). „Bong Joon-ho's Dystopia Is Already Here The Korean director's ruthless, bleak new film Parasite is the most fun you'll have in theaters this fall“. Vulture. ციტირების თარიღი: January 25, 2020.
  9. 9.0 9.1 Jung, Ji-youn (2009). BONG Joon-ho. Seoul Selection, გვ. 160. ISBN 9788991913929. 
  10. Russell, Mark (May 28, 2006). „Unlike His Peers, the Director Bong Joon-Ho Likes Ideas and Metaphors“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 25, 2020.
  11. Bong Joon Ho's DVD Picks. YouTube (July 8, 2014). ციტირების თარიღი: July 8, 2014
  12. Kilkenny, Katie. (February 9, 2010) Oscars: Bong Joon Ho Quotes Martin Scorsese as He Wins Best Director en. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: February 10, 2020
  13. Analysis: The Greatest Films of All Time 2012. British Film Institute. ციტირების თარიღი: May 31, 2020
  14. Bong Joon-ho. British Film Institute. ციტირების თარიღი: May 27, 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბონგ_ჯუნ_ჰო“-დან