ბონა არმანიაკი
ბონა არმანიაკი (ფრანგ. Bonne d'Armagnac; დ. 19 თებერვალი, 1399 — გ. 1430/1435) — არმანიაკთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის კონეტაბლ ბერნარ VII-ისა და მისი ცოლის, ბონა ბერელის ქალიშვილი. ორლეანის ჰერცოგინია 1410-1430/35 წლებში როგორც შარლ I-ის მეორე მეუღლე. საფრანგეთის მეფე ჟან II-ის შვილთაშვილი, დედის მხრიდან.
ბონა არმანიაკი | |
---|---|
Bonne d'Armagnac | |
ბონასა და შარლის ქორწინების სცენა | |
ორლეანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 15 აგვისტო, 1410 |
მმართ. დასასრული: | 1430/1435 |
წინამორბედი: | ისაბელ დე ვალუა |
მემკვიდრე: | მარია კლეველი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 თებერვალი, 1399 |
გარდ. თარიღი: | დაახლ. 1430/1435 |
მეუღლე: | შარლ I, ორლეანის ჰერცოგი |
დინასტია: | არმანიაკები |
მამა: | ბერნარ VII, არმანიაკის გრაფი |
დედა: | ბონა ბერელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბონა დაიბადა 1399 წლის 19 თებერვალს ლავარდენში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის კონეტაბლ ბერნარ VII არმანიაკისა და მისი ცოლის, ბონა ბერელის ქალიშვილი. დედის ხაზით ბაბუად ერგებოდა ჟან დე ვალუა, ბერის ჰერცოგი, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის მეფე ჟან II-ის ვაჟი იყო.
1409 წელს მშობიარობას გადაჰყვა ორლეანის ჰერცოგ შარლ I-ის მეუღლე, ჰერცოგინია ისაბელ დე ვალუა. ბურგუნდიის წინააღმდეგ მიმართული არმანიაკ-ორლეანელთა კავშირის გასამყარებლად კი ბერნარ VII-მ ბონა, 1410 წლის 15 აგვისტოს, 11 წლის ასაკში ცოლად შერთო დაქვრივებულ შარლს. ამის შემდეგ, ბონას შესახებ ცნობები თითქმის უკვე აღარ არსებობს.
1415 წელს, აზენკურის ბრძოლაში ინგლისელებმა ტყვედ ჩაიგდეს შარლი და ბონა ისე გარდაიცვალა, რომ მის განთავისუფლებას ვერ მოესწრო. ბონას გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი 1430-დან 1435-წლამდე უნდა გარდაცვლილიყო.
ვინაიდან მასა და შარლს შვილები არ ჰყავდათ, 1440 წელს იგი მესამედ დაქორწინდა მარია კლეველზე, რომელთანაც შეეძინა შვილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Neillands, Robin (2001). The Hundred Years War. London: Routledge. ISBN 0-415-26131-7.