ბომბორის განძი, ძვ. წ. VIII საუკუნის არქეოლოგიიური ნივთების კომპლექსი. აღმოაჩინეს შემთხვევით 1910 წელს, ე. წ. ბომბორის მინდვრის დასავლეთ ნაწილში (გუდაუთის მუნიციპალიტეტი), ზღვიდან 1 კმ-ზე. ვარაუდობენ, რომ ბომბორის განძი სამარხის ინვენტარია, განძი შეიცავდა ბავშვიანი ქალის, სავარძელში მჯდარი მამაკაცის, ცხოველების (ცხენის, ძაღლის, თხის, ცხვრის, ვარხევის) რიტუალური დანიშნულების ბრინჯაოს ფიგურებს. ფიგურების მაქსიმალური ზომა 7,6×6,7 სმ. ყველა ფიგურას თან ახლავს 10-13 სმ სიგრძისა და 1,5-2 სმ სიგანის ჭვირული ორყურა ფირფიტა. ფიგურები დაკავშირებულია ნაყოფიერების ღვთაების კულტთან. განძში იყო აგრეთვე 2 მძივი და ოქროს 3 ფირფიტა. განძის ნაწილი დაცულია მოსკოვის ისტორიის მუზეუმში, ნაწილი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში.

ლიტერატურა

რედაქტირება