ბოლცმანის ტვინი (ინგლ. Boltzmann brain) — ჰიპოთეტური ობიექტი, რომელიც წარმოიქმნება რაიმე სისტემაში ფლუქტუაციის შედეგად და რომელსაც შეუძლია თავისი არსებობის გაცნობიერება. სახელი ეწოდა ლუდვიგ ბოლცმანის პატივსაცემად, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სტატისტიკური ფიზიკის განვითარებაში.

ლუდვიგ ბოლცმანი

დე სიტერის ვაკუუმში ასეთ ობიექტს შეუძლია წარმოქმნა, თუმცა ამ მოვლენის ალბათობა ძალიან მცირეა. ანდრეი ლინდეს[1] ნაშრომის თანახმად, მსგავსი მოვლენა შეიძლება მოხდეს ერთხელ 101050 წელიწადში. მაგრამ თუკი სამყაროს არსებობის დრო უსასრულოა, მაშინ სამყაროში ამგვარი ობიექტების რაოდენობაც უსასრულოდ დიდია. აქედან მომდინარეობს პარადოქსი („Boltzmann brain paradox/problem“ თანამედროვე კოსმოლოგიაში): სამყაროში შემთხვევით არჩეული ობიექტი, რომელსაც აქვს ცნობიერება, გაცილებით დიდი ალბათობით აღმოჩნდება ფლუქტუაციის შედეგი, ვიდრე ევოლუციის პროდუქტი. მიუხედავად ამისა, უსასრულო სამყაროს შემთხვევაში ბოლცმანის ტვინებისა და ევოლუციის პროდუქტების რაოდენობა თანაბრად ტოლი იქნება უსასრულობისა; თუმცა ევოლუციის პროდუქტის წარმოქმნის ალბათობის სიმჭიდროვე უფრო მეტია, ვიდრე ბოლცმანის ტვინისა, ამიტომ უფრო ალბათურია შეგვხვდეს სწორედ ევოლუციის პროდუქტი, ვიდრე ბოლცმანის ტვინი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sinks in the Landscape, Boltzmann Brains, and the Cosmological Constant Problem // Andrei Linde 2007, Journal of Cosmology and Astroparticle Physics 01(2007)022 doi:10.1088/1475-7516/2007/01/022