ბოლონიეზი
ბოლონიეზი (იტალ. Bolognese) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი იტალიაში შუა საუკუნეებში.
წარმოშობის ქვეყანა | იტალია | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშმა სახელი იტალიური ქალაქ ბოლონიას გამო მიიღო, სრულებით შესაძლებელია, რომ მისი წინაპარი იყო სამხრეთ იტალიაში მცხოვრები ბიშონი. ამ ჯიშის აღწერილობა ცნობილია XIII საუკუნუდან დაწყებული. ბოლონიეზი ძალიან ჰგავს მალტეზეს და აღორძინების ხანაში ძალიან პოპულარული იყო იტალიის არისტოკრატიაში, განსაკუთრებით მედიჩის, გონზაგა ი დესტეს კარზე. დღესდღეობით სამშობლოშიც კი ეს იშვიათი ჯიშია.
ბოლონიეზი ბიშონ-ფრიზთან შედარებით უფრო ფრთხილი და მშიშარაა. მისი თეთრი, ბამბისებური ბალანი, საშუალებას აძლევს იცხოვროს ცხელ კლიმატურ პირობებში. ბოლონიეზს ძალიან უყვარს ადამიანთან ურთიერთობა და ძალიან მიჯაჭვულია პატრონთან. კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სხვა ძაღლებს. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.