ბოლივიის სამზარეულო
ბოლივიის სამზარეულო ესპანური სამზარეულოსა და აბორიგენი მოსახლეობის, აიმარების ტრადიციების ნაზავია. ასევე მოგვიანებით მასზე ზეგავლენა გერმანელმა, იტალიელმა, ფრანგმა და არაბმა ემიგრანტებაც მოახდინეს. ბოლივიური სამზარეულოს ტრადიციულ ძირითად საკვებს სიმინდი, კარტოფილი, კინოა და ლობიო განეკუთვნება. ეს ინგრედიენტები ესპანელების მიერ ჩამოტანილ საკვებთან იქნა შერეული, როგორებიცაა ბრინჯი, ხორბალი და ხორცი (საქონლის, ღორის და ქათმის ჩათვლით).
ბოლივიური სამზარეულო მისი რეგიონების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განსხვავდება. დასავლეთ ბოლივიაში, ალტიპლანოში, ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობისა და ცივი კლიმატის გამო, ადგილობრივები სანელებლებს იყენებენ. მაშინ როდესაც ბარში, უფრო მეტად ამაზონის ჯუნგლებისკენ, კერძები ამ ადგილებისთვის დამახასიათებელი პროდუქტით მზადდება. ესენია: ხილი, ბოსტნეული, თევზი და იუკა ანუ მანიოკი.[1]
ზეგავლენა
რედაქტირებაბოლივიური სამზარეულოზე გავლენა არგენტინულ და ბრაზილიურ სამზარეულოებს აქვთ მოხდენილი, ასევე მეზობელ ქვეყნებსაც, თუმცა ნაკლებად. ევროპელთა ემიგრაცია ბოლივიაში სხვა ლათინოამერიკულ ქვეყნებთან შედარებით მცირე მასშტაბებით მოხდა და როდესაც გერმანულმა, იტალიურმა, ბასკურმა და სხვა სამზარეულოებმა ბოლივიურზე გავლენა მოახდინეს, ესპანური მაინც რჩება მთავარ შთაგონების წყაროდ.[2]
კვების დრო და ხასიათი
რედაქტირებადესაიუნო (desayuno, ესპ. საუზმე)
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ბოლივიური საუზმე შესაძლოა ძალიან მდიდრული იყოს, ბოლივიელთა უმეტესობა დღეს გემრიელი შავი ყავითა (კაფე ტინტო) და პურის ნაჭრით იწყებს.
ალმუერსო (almuerzo, ესპ. ლანჩი)
რედაქტირებაალმუერსო დღის მთავარი კვების დროა და ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბოლივიელთა ყოველდღიურობა ხშირად მის გარშემო ტრიალებს. გრძელი, დიდხნიანი ლანჩი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრადიციულად ითვლება. 12-დან 3 საათამდე, სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულებები და მაღაზიები ხშირად იკეტება, რათა იქ მომუშავე ადამიანებმა ლანჩისთვის სახლებში მისვლა მოახერხონ. ტიპური ბოლივიური ლანჩი რამდენიმე კურსისგან უნდა შედგებოდეს. ესენია სუპი, მთავარი კერძი ხორცით, ბრინჯითა და კარტოფილით, შემდეგ კი დესერტი და ყავა.[3] ლანჩი ძალიან აუჩქარებელი ტემპით მიმდინარებს და მას ტრადიციულად მცირე ხნიანი წაძინება, ანუ სიესტა მოსდევს.
ტე (té, ესპ. ჩაი)
რედაქტირებაბოლივიელები შუადღისით ჩაის დასალევად ისვენებენ, ისევე როგორც ეს ინგლისში ხდება. ამას ადგილი 4-დან 5 საათამდე აქვს. ე.წ "ჩაის ოთახები" სადაც ეს ტრადიცია ცოცხლობს, ხშირად საცხობის ფუნქციასაც ითავსებენ, რათა კლიენტებმა ყავა და საკონდიტრო ნაწარმი ერთდროულად დააგემოვნონ.[4]
სენა (cena, ესპ. სადილი)
რედაქტირებასადილი ლანჩთან შედარებით ბევრად მსუბუქი და არაფორმალურია. მას ძირითადად საღამოს 8 საათზე ან უფრო გვიან მიირთმევენ
ტკბილეული
რედაქტირებაბოლივიელები ტკბილეულისთვის ტიპურ დამატკბობლებს - თაფლსა და შაქრის ლერწამს იყენებენ. ტკბილი ხილი, როგორებიცაა ბანანი, გუავა, ქოქოსი, ე.წ ვნების ხილი და ქიშმიში ხშირად გამოიყენება. ქოქოსი მრავალი დესერტის შემადგენელი ინგრედიენტია. ესენია: კოკადები, ქოქოსის პუდინგი, პასტელიტოები და სხვ.
ზოგიერთი ადგილობრივი ხილი, მაგალითად აჩაჩა ამაზონის ჯუნგლებიდან მოდის, ხოლო დანარჩენები ანდებიდან. ჩერიმოია, ხილი რომელიც სწორედ ანდებიდან მოდის, ხშირად ნაყინებისა და სხვა ტკბილეულის დასამზადებლად გამოიყენება. მარკ ტვენმა მას უწოდა "ყველაზე გემრიელი ხილი, რაც კი ადამიანებს გაუსინჯავთ".
სქოლიო
რედაქტირება- ↑ A Guide to Bolivia's Most Mouthwatering Foods დაარქივებული 2014-05-17 საიტზე Wayback Machine. Bolivian Life. Retrieved 6 October 2017.
- ↑ Roufs, Timothy G.; Roufs, Kathleen Smyth. Sweet Treats Around the World. p. 44.
- ↑ Traditional Cuisine დაარქივებული 2020-08-15 საიტზე Wayback Machine. bolivia-guide.com Retrieved 2012-03-22
- ↑ Bolivian Food Customs and Traditions BolivianBella.com Retrieved 2012-03-22