ბოდორნის კოშკი

არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ბოდორნიდან 300 მ

ბოდორნის კოშკი — არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ბოდორნიდან 300 მეტრის მანძილზე, მდინარე დუშეთისხევის მარცხენა ნაპირას. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

1972 წელს მდინარე დუშეთისხვევის კალაპოტის დაბეტონებისას გამოვლინდა კოშკის კედელი. იმავე წელს ძეგლი გათხარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

კოშკი გეგმით მრგვალია. ნაგებია რიყის ქვითა და მტკიცე დუღაბით. შემორჩენილია პირველი სართული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთ კედელში აღმოჩნდა შეისრული თახჩები და ბუხარი იატაკის დონეზე. გამოვლინდა თიხის ჭურჭლისნატეხები, რომლებიც ინახება არქეოლოგიის კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა

რედაქტირება