ბოგე
ბოგე (დან. Bogø) — დანიის კუნძული ბალტიის ზღვაში, კუნძულ მენის გვერდით. ფართობი 13 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2011 წლის მონაცემებით 1 135 ადამიანს შეადგენს,[1] საიდანაც 873 ყველაზე დიდ ქალაქ ბოგე-ბიუში ცხოვრობს.[2] კუნძულის სიგრძე 7 კმ-ია, სიგანე 3 კმ. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 32 მეტრზე მდებარეობს.
მშობ. სახელი: Bogø | |
---|---|
ბოგეს ნავსადგური | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
კოორდინატები | 54°56′ ჩ. გ. 12°02′ ა. გ. / 54.933° ჩ. გ. 12.033° ა. გ. |
ფართობი | 13 კმ² |
სიგრძე | 7 კმ |
სიგანე | 3 კმ |
დანია | |
უდიდესი ქალაქი | ბოგე-ბიუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1 135 (2011) |
ბოგეს დასავლეთით მდებარეობს პატარა კუნძული ფარე, რომელიც E47/E55 გზატკეცილით კუნძულ ლოლანისა და ფალსტერის გავლით დაკავშირებულია კოპენჰაგენთან, ეს გზა შემდეგ გერმანიაში გრძელდება. ბოგე ყრილი გზით უკავშირდება როგორც ფარეს, ისე მენს.
კუნძულის ლანდშაფტი მრავალფეროვანია და მოიცავს ტყიან არეალებსა და ტრადიციულ სოფლებს.
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ BEF4: Population 1st January by islands database from Statistics Denmark
- ↑ BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark