ბოგდან მიშენკო (უკრ. Богдан Олексійович Мишенко; დ. 29 დეკემბერი, 1994, ჰერონიმოვკა, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, პოზიციით მარჯვენა მცველი. ამჟამად იცავს „დინამო თბილისის“ ღირსებას.

ბოგდან მიშენკო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბოგდან მიშენკო
დაბადების
თარიღი
29 დეკემბერი, 1994 (1994-12-29) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
ჰერონიმოვკა, ჩერკასის ოლქი, უკრაინა
სიმაღლე 1.77 მ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ნომერი 2
ახალგაზრდული კარიერა
2007–2012 მოლოდი პოლტავა
2012–2014 მეტალურგი დონეცკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2014–2015 მეტალურგი დონეცკი 9 (0)
2015–2016 მილსამი ორჰეი 8 (0)
2016–2017 დესნა ჩერნიგოვი 11 (0)
2017– დინამო თბილისი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
2015 უკრაინა 21 წლ. 1
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017

ახალგაზრდული კარიერა დაიწყო პოლტავის „მლოდიში“. 2012 წელს კონტრაქტი გააფორმა დონეცკის „მეტალურგთან“. 2014 წლამდე ითამაშა ახალგაზრდულ გუნდში, ძირითად გუნდში გაატარა ერთი, 2014-15 წლების სეზონი და 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა (7 მატჩში შეცვლაზე შემოვიდა). უკაინის პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 3 აგვისტოს, ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ. სეზონის დასრულების შემდეგ გამოიძახეს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში. ნაკრებში ჩატარებულ პირველივე მატჩში მიიღო ტრავმა, რის გამოც 6 კვირა გაუცდა.[1] 2015 წლის ივლისში დონეცკის „მეტალურგი“ გაკოტრდა, რის გამოც მიშენკო უკლუბოდ დარჩა.

თავისუფალი აგენტის სტატუსით, სინჯებზე იმყოფებოდა ხარკოვის „მეტალისტში“.[2] 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა მოლდოვურ „მილსამის“,[3] სადაც ნახევარი სეზონი დაჰყო და 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.[4] 2016 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისამდე უკლუბოდ იყო, შემდეგ შეუერთდა ჩერნიგოვის „დესნას“.[5] უკრაინის დონით მეორე ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბში გაატარა ნახევარი სეზონი, ჩაატარა 11 მატჩი (4 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეცვალეს, 7 მატჩში შეცვლაზე შევიდა). 2017 წლის იანვრიდან „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია.

სანაკრებო

რედაქტირება

2015 წლის ივნისში, მიშენკო, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, სერგეი კოვალეცმა ვალერი ლობანოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩემპიონატზე გასამართი მატჩებისთვის მიიწვია.[6] ამ ტურნირში უკრაინის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, მიშენკომ მხოლოდ 1 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება, მოლდოვის წინააღმდეგ, იგი მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა, 59-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. მე-60 წუთზე მიიღებული მძიმე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Металлург Д: Мышенко пропустит до шести недель. football.ua (2015-06-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-06.
  2. На просмотр в «Металлист» приехал Богдан Мишенко. ФК-Металлист.com (2015-07-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-06.
  3. Игрок молодёжной сборной Украины перешёл в молдавский клуб. UA-football.com (2015-08-31).
  4. Богдан Мышенко: «Возвращаюсь в Украину, есть интерес нескольких клубов Премьер-лиги». MatchDay.ua (2016-01-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-01. ციტირების თარიღი: 2016-01-25.
  5. Мышенко перешёл в Десну. SportArena.com (2016-07-14). ციტირების თარიღი: 2016-07-14.
  6. Молодёжная сборная Украины: заявка на Мемориал Лобановского. ФФУ (2015-05-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-01. ციტირების თარიღი: 2017-03-06.