ბოგდან ლონუტ ლობონტი (რუმ. Bogdan Ionuț Lobonț; დ. 18 იანვარი, 1978; ჰუნედოარა; რუმინეთი) — რუმინელი ფეხბურთელი, მეკარე. 2009–2018 წლებში იცავდა „რომას“, ხოლო 1998–2018 წლებში რუმინეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 2018 წლის დეკემბრიდან რუმინული საფეხბურთო კლუბის, ქ. კლუჟ-ნაპოკას „უნივერსიტატიას“ (რუმ. Fotbal Club Universitatea Cluj) მთავარი მწვრთნელია.

ბოგდან ლობონტი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბოგდან ლონუტ ლობონტი
დაბადების
თარიღი
18 იანვარი, 1978 (1978-01-18) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
ჰუნედოარა
რუმინეთი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1991–1995 კორვინული
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–1997 კორვინული 40 (0)
1997–2000 რაპიდი ბუქ. 80 (0)
2000–2006 აიაქსი 49 (0)
2001–2002   დინამო ბუქ. 22 (0)
2006–2007 ფიორენტინა 17 (0)
2007–2009 დინამო ბუქ. 71 (0)
2009–2018 რომა 22 (0)
ეროვნული ნაკრები
1998–2018 რუმინეთი 85 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2018– უნივერსიტატია კლუჟი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ლობონტმა კარიერა დაიწყო „კორვინულ ჰუნედოარაში“. ის კლუბში დარჩა 1997 წლამდე, შემდეგ გადავიდა ბუქარესტის „რაპიდში“. 2000 წელს გადავიდა ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „აიაქსში“. 2001–2002 წლებში განათხოვრებული იყო ბუქარესტის „დინამოში“.

„აიაქსში“ დაბრუნების შემდეგ ის რეგულარულად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში და კლუბთან ერთად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზეც.

2006 წლის იანვარში ლობონტი გადავიდა სერია A-ს კლუბ „ფიორენტინაში“.

2009 წლის 31 აგვისტოს სერია A-ს კლუბმა „რომამ“ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ლობონტის დებიუტი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1998 წელს. ის ნაკრების შემადგენლობაში იყო ევროპის 2000 და 2008 წლების ჩემპიონატებზე.

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება