რობერტ კიაგულანი სსენტამუ (ინგლ. Robert Kyagulanyi Ssentamu) უფრო მეტად ცნობილია ფსევდონიმით ბობი ვაინი (ინგლ. Bobi Wine; დ. 12 თებერვალი, 1982, ნკოზი, უგანდა) — უგანდელი პოლიტიკოსი, მომღერალი, მსახიობი და ბიზნესმენი. უგანდის პარლამენტის წევრი 2017 წლის 11 ივლისიდან.[1] უგანდის პრეზიდენტის, იოვერი მუსევენის ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური მოძრაობის „ხალხის ძალა, ჩვენი ძალა“ ლიდერი.[2] 2019 წელს განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ბობი ვაინი
ინგლ. Robert Kyagulanyi Ssentamu
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1982(1982-02-12) (42 წლის)
დაბადების ადგილი ნკოზის ჰოსპიტალი
მოქალაქეობა  უგანდა
განათლება მაკერერეს უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ აფრიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი და Kitante Hill Secondary School
ეროვნება ბაგანდა
მეუღლე/ები ბარბი იტუნგო კიაგულანი
bobiwine.com

რობერტ კიაგულანი სსენტამუ დაიბადა 1982 წლის 12 თებერვალს ნკოზის ჰოსპიტალში, სადაც დედამისი მუშაობდა.[3] იგი გაიზარდა კამპალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.[4]

კიაგულანი სწავლობდა კიტანტეს სკოლაში, სადაც 1996 წელს მიიღო უგანდის განათლების სერთიფიკატი, ასევე სწავლობდა კოლოლოს საშუალო სკოლაში, სადაც 1998 წელს მოიპოვა უგანდის განათლების დამატებითი სერტიფიკატი. შემდეგ სწავლა გაგარძელა მაკერერეს უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა მუსიკას, ცეკვასა და დრამას. დიპლომი აიღო 2003 წელს. 2016 წელს დაუბრუნდა საუნივერსიტეტო სწავლებას და გახდა აღმოსავლეთ აფრიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, სადაც იგი დაუახლოვდა თავის მაშინდელ ლექტორს დევიდ ლუის ლუბონგოიას, რომელიც შემდეგ გახდა მოძრაობა „ხალხის ძალა, ჩვენი ძალის“ აღმასრულებელი მდივანი.[5][6]

2020 წლის 30 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ბობი ვაინი და მთელი მისი საარჩევნო გუნდი დააპატიმრეს ქალაქ კალანგალაში.[7]

არჩევნების შემდეგ, 2021 წლის 15 იანვარს ბობი ვაინმა Twitter-ზე დაწერა: „ალყაში ვართ. სამხედროები ახლა ჩვენს სახლს აკონტროლებენ“, მანამდე კი მან განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და თავი არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.[8][9]

2021 წლის 14 დეკემბერს უგანდის მთავრობამ იგი შინაპატიმრობაში აიყვანა. ბობი ვაინი აპროტესტებს შინაპატიმრობას.[10][11]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Uganda's pop star sworn-in as lawmaker (11 July 2017). ციტირების თარიღი: 11 July 2017
  2. URN. „Can 'People Power' change Uganda's political fortune?“. The Observer - Uganda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 29 November 2018.
  3. Mazinga, Mathias. (14 June 2016) Cardinal Wamala, singer Bobi Wine set for Nkozi Hospital marathon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2020.
  4. Ariba, Caroline. (6 September 2012) Bobi giving back to the hands that lifted him up. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2020.
  5. EACS. (11 July 2017) Bobi Wine: Biography. Eachamps.com (EACS). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 11 July 2017
  6. Kyagulanyi Robert Ssentamu. Parliament of Uganda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 6 November 2019
  7. Bobi Wine, Ugandan presidential challenger, and team arrested
  8. უგანდაში სამხედროები პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სახლში შეიჭრნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2021-01-15.
  9. „Under siege“: Uganda’s Bobi Wine says military raids home
  10. Uganda police, army surround Bobi Wine’s home ahead of Kayunga visit en (2021-12-14). ციტირების თარიღი: 2021-12-14
  11. Ugandan opposition leader Bobi Wine ‘under house arrest’ en. ციტირების თარიღი: 2021-12-14