ბნელი ჟანგბადი
ბნელი ჟანგბადი — ჟანგბადის მოლეკულა (O2), რომელიც აღმოაჩინეს ოკეანის ფსკერზე, ისეთ სიღრმეებზე, სადაც სინათლეც ვერ აღწევს, რაც გამორიცხავს მის წარმოშობას ფოტოსინთეზის მეშვეობით.[1][2]
ბნელ ჟანგბადს წარმოქმნის მანგანუმის კვანძები ოკეანეში, 4 000 მ სიღრმის ქვემოთ, ელექტროლიზის მეშვეობით, რომლის დროსაც დენის გავლით წყალი იშლება ჟანგბადად და წყალბადად.[3]
შოტლანდიის საზღვაო მეცნიერებათა ასოციაციის პროფესორი ენდრიუ სუიტმენი იკვლევდა კლარიონ-კლიპერტონის ზონას, ტეროტორიას ჰავაისა და მექსიკას შორის, როცა მისმა ჯგუფმა აღმოჩენის შესახებ 2024 წელს განაცხადა.[4]
აღმოჩენამ ეჭვქვეშ დააყენა მიღებული თეორია, რომ ჟანგბადის ყველა მოლეკულა ფოტოსინთეზით იქმნებოდა.[3] კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature Geoscience“.[1]
აღმოჩენა
რედაქტირებაქიმიური პროცესი
რედაქტირებაჰიპოთეტურ პროცესს, რომელიც ბნელი ჟანგბადის შექმნას ხსნის, ეწოდება ზღვის წყლის ელექტროლიზი. ამ ქიმიურ პროცესში 1.5 ვ-ის ტოლი ელექტრულ პოტენციალთა სხვაობა საკმარისია ელექტროლიზის მეშვეობით წყალბადისა და ჟანგბადის განსაცალკევებლად. ექსპედიციისას დაფიქსირებული უდიდესი ძაბვა იყო 0.95 ვ; თუმცა მიმდინარე ჰიპოთეზით, ზღვის წყალი და ღრმა ოკეანის იშვიათი მეტალები ქიმიურ ბატარეას ქმნიან.[3][5] „Nature Geoscience“-ის კვლევა არ პასუხობს კითხვებს, თუ რატომ არ შთაინთქმება ეს „ბატარეა“ და რა წარმოადგენს ენერგიის წყაროს (წყაროებს) მიმდინარე უსასრულო ელექტროლიზის შესანარჩუნებლად.
შედეგები
რედაქტირებაელექტროლიზით ბნელი ჟანგბადის მიღება ეჭვქვეშ აყენებს დედამიწაზე ბიოლოგიური სიცოცხლის განვითარების ყველა თეორიასა და მოდელს. ბნელი ჟანგბადის აღმოჩენამდე ყოველი შესაბამისი თეორია უშვებდა, რომ ჟანგბადის ყველა მოლეკულა წარმოქმნა მცენარეებმა და წყალმცენარეებმა ფოტოსინთეზის მეშვეობით.[1][6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Dark oxygen made by deep sea 'batteries' en-GB. ციტირების თარიღი: 2024-07-24
- ↑ Gomez, Julia. Scientists discover lumps of metal producing 'dark oxygen' on ocean floor, new study shows en-US. ციტირების თარიღი: 2024-07-24
- ↑ 3.0 3.1 3.2 Hunt, Katie. (2024-07-22) Scientists discover 'dark' oxygen being produced more than 13,000 feet below the ocean surface en. ციტირების თარიღი: 2024-07-24
- ↑ Timsit, Annabelle (2024-07-23). „Scientists find 'dark oxygen' being produced from metals on the seafloor“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 2024-07-24.
- ↑ Parshall, Allison. Bizarre Mineral Clumps Make 'Dark Oxygen' on Deep Seafloor en. ციტირების თარიღი: 2024-07-24
- ↑ Discovery of 'dark oxygen' from deep-sea metal lumps could trigger rethink of origins of life en (2024-07-22). ციტირების თარიღი: 2024-07-24