ბლიაძეები
ბლიაძე — სახელმოხვეჭილი ქართული მესტვირეების გვარი (XVIII-XIX სს.). ერთ-ერთ ბლიაძეს იმდენად გაუთქვამს სახელი, რომ „ბლიაძე“ მესტვირის სინონიმად ქცეულა. ა. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, „მესტვირეებს ახლა ბლიაძეს ეძახიან, რადგან საგანგებო მესტვირე ყოფილა რომელიმე ბლიაძე, მისი სახელი მესტვირისათვის დაურქმევიათ“ („ცისკარი“, 1861, № 2). ბლიაძეების მესტვირეობის დიდ ტრადიციას XIX საუკუნის II ნახევრამდე მიუღწევია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხიკვაძე გრ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 429.