ბლედის ტბა (სლოვენ. Blejsko jezero; გერმ. Bleder See, Veldeser See) — ტბა სლოვენიაში. მდებარეობს იულიუსის ალპებში, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე, კურორტ ბლედის მახლობლად. ფართობი 1,45 კმ². მაქსიმალური სიღრმე 29.5 მ. გლაციალური და ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის შუაგულში არის ამავე სახელწოდების პატარა კუნძული, სადაც გვხვდება რამდენიმე შენობა, მათ შორის ეკლესია. ტბის ფრიალო კლდეზე არის ბლედის ციხე-სიმაგრე. სხვადასხვა დროს ბლედის ტბაზე ჩატარდა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები აკადემიურ ნიჩნოსნობაში. ტბაზე გაიმართა მსოფლიოსა (1966, 1979, 1989, 2011) და ევროპის (1956) ჩემპიონატები აკადემიურ ნიჩნოსნობაში.

ბლედის ტბა
ბლედის ტბა
ბლედის ტბა
კოორდინატები: 46°21′52″ ჩ. გ. 14°05′41″ ა. გ. / 46.36444° ჩ. გ. 14.09472° ა. გ. / 46.36444; 14.09472
მდებარეობა სლოვენიის დროშა სლოვენია
სიმაღლე ზღვის დონიდან 475 
სიგრძე 2,12 კმ
სიგანე 1,38 კმ
ფართობი 1.45 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 29.5 
ბლედის ტბა — სლოვენია
ბლედის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება