ბლაგოვარის რაიონი (ბაშკ. Благовар районы; რუს. Благоварский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი იაზიკოვო.

ბლაგოვარის რაიონი
Благоварский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი იაზიკოვო (ბლაგოვარის რაიონი)
კოორდინატები 54°41′30″ ჩ. გ. 55°00′58″ ა. გ. / 54.69167° ჩ. გ. 55.01611° ა. გ. / 54.69167; 55.01611
დაარსდა 31 იანვარი, 1935
ფართობი 1688,15 კმ²
სალაპარაკო ენები ბაშკირული, რუსული
მოსახლეობა 25 556 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 36,21 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ბაშკირები, თათრები, რუსები, უკრაინელები
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
ოფიციალური საიტი admblagovar.ru

გეოგრაფია

რედაქტირება

ბლაგოვარის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის ცენტრალურ ნაწილში. რაიონის ფართობია 1611 კმ². ტყის ფართობია 7 %. კლიმატი ზომიერად კონტინენტური. რაიონის ტერიტორიაზე გაედინება მდინარეები კრამასანი და ჩერმასანი.

ბლაგოვარის რაიონი დაარსდა 1935 წლის 31 იანვარს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა 14 ახალი რაიონის ჩამოყალიბება.

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: ბაშკირები — 42,8 %, თათრები — 28,3 %, რუსები — 21,8 %, უკრაინელები— 2,8 %, სხვა ეროვნების პირები — 4,3  %[1].

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ბლაგოვარის რაიონში არის 87 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 15 სასოფლო დასახლებაში[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება