ბლაბურხვა (ვაზის ჯიში)

ბლაბურხვაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ჯიშმა თავისი სახელწოდება გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბლაბურხვის გამო მიიღო.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, სუსტად დანაკვთული, ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, შავი ფერის.

ბლაბურხვა ძალიან ძლიერი ზრდა-განვითარების ვაზის ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 214 დღეა. სრულ სიმწიფეში ნოემბრის დასაწყისში შედის.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად და საკუპაჟე ღვინომასალად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 74