ბიჭუნა და კარლსონი
ბიჭუნა და კარლსონი — საბჭოთა ნახატი ანიმაციური ფილმი. ეფუძნება შვედი მწერალ ასტრიდ ლინდგრენის კარლსონის ტრილოგიის პირველ ნაწილს. გადაღებულია რეჟისორ ბორის სტეპანცევის მიერ. გამოვიდა 1968 წელს. ფილმზე მუშაობისას საბჭოთა ანიმაციაში პირველად გამოიყენეს ელექტროგრაფია.
„ბიჭუნა და კარლსონი“ | |
---|---|
ორიგინალური საბჭოთა კინოპლაკატი | |
ფილმის ტიპი | ნახატი ანიმაციური ფილმი |
რეჟისორი | ბორის სტეპანცევი |
ნაწარმოები | ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი, ასტრიდ ლინდგრენი |
ოპერატორი | მიხეილ დრუიანი |
ანიმატორი(ები) | იური ბუტირინი, რენატა მირენკოვა, ოლგა ორლოვა, ვიქტორ შევკოვი, სვეტლანა ჟუტოვსკაია, ანატოლი სოლინი, ოლეგ საფრონოვი, ვიქტორ ლიხაჩოვი, ანტონინა ალიოშინა, მსტისლავ კუპრაჩი |
სტუდია | სოიუზმულტფილმი |
პრემიერა | 1968 |
ხანგრძლივობა | 19 წთ. 36 წმ. |
ქვეყანა | სსრკ |
შემდეგი | კარლსონი დაბრუნდა |
როლებს ახმოვანებენ
რედაქტირება- კლარა რუმიანოვა — ბიჭუნა
- ვასილი ლივანოვი — კარლსონი
- ვალენტინა ლეონტიევა — ბიჭუნას დედა
- მარია ვინოგრადოვა — ლეკვის პატრონი ბიჭუნა
ჯილდოები
რედაქტირება- 1970 — საბჭოთა კინოფესტივალი მინსკში, პირველი პრემია ანიმაციური ფილმების კატეგორიაში.
მუსიკა
რედაქტირებაგარდა გენადი გლადკოვის მიერ დაწერილი მუსიკის, გამოყენებულია მერვ გრიფინის კომპოზიცია „House of Horrors“ (1962), შესრულებული Charles Grean Orchestra-ს მიერ. თავის მხრივ, ეს არის კამილ სენ-სანსის „სიკვდილის ცეკვის“ და ფრიდერიკ შოპენის „სამგლოვიარო მარშის“ ინტერპრეტაცია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ბიჭუნა და კარლსონი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ბიჭუნა და კარლსონი“ საიტზე Animator.ru