ბიძინა იაკობაშვილი
ქართველი პედაგოგი, აგრონომი
ბიძინა იაკობაშვილი (დ. 14 მაისი, 1906, ჩიხა — გ. 1 ოქტომბერი, 1968) — ქართველი პედაგოგი, აგრონომი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი.
1932-1933 წლებში იყო ოზურგეთის ჩაის საკავშირო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1941-1943 წლებში — ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1943-1946 წლებში — საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი. 1961-1962 წლებში — სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1988 წლიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში. იკვლევდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სელექციის საკითხებს. ავტორია სახელმძღვანელოების, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები
რედაქტირება- საპატიო ნიშნის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სუბტროპიკული კულტურების სელექცია, მეთესლეობა, გენეტიკა: სახელმძღვ. სას. სამ. ინ-ტის სტუდენტებისათვის, თბ., ცოდნა, 1964, გვ. 250
- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების პროპაგანდის ფორმები და მეთოდები, თბ., ცოდნა, 1964, გვ. 32
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5. თბ., 1980, გვ. 38
- საქართველო ენციკლოპედია: ტ. IV. თბ., 2018. გვ. 158