ბიყარის ციხე
ბიყარის ციხე — ციხესიმაგრე ერედვის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ბიყარის მახლობლად. მდინარე მეჯუდის ხეობაში. შედგება ორი სამშენებლო ფენისაგან. თავდაპირველად აქ, მთის ფერდობზე, ზურგიანი კოშკი იდგა, XVIII საუკუნეში ტრაპეციის მოხაზულობის ციხე აუშენებიათ, მაგრამ კოშკი მხოლოდ ერთ კუთხეში - სამხრეთ-აღმოსავლეთით დაუდგამთ. ზურგიანი კოშკი, რომელიც ჩრდილოეთი კედლის პირდაპირ აღმოჩნდა, ციხის ფარგლებში კი არ მოუქცევიათ, არამედ მთლიანად მის გარეთ დაუტოვებიათ, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კვადრატული გალავნის ფლანკირებისათვის. ახალი კოშკი მრგვალია, მაგრამ შიგნით კვადრატული ოთახები ქვს. ასეთი რამ დამახასიათებელია XVIII საუკუნისათვის. ციხის კედლები, რომელთაც შიგნით ხის საბრძოლო ბილიკი გასდევდა, სიმაღლით დაახლოებით 5-6 მეტრი უნდა ყოფილიყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 444.
- ვ. ბერიძე, XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983