ბიფურკაცია (მდინარე)
მდინარის ბიფურკაცია — მდინარისა და მისი ხეობის გაყოფა ორ ტოტად, რომლებიც ქვემოთ აღარ ერთდებიან და სხვადასხვა აუზებს ერთვიან. ბიფურკაცია ზედაპირული წყლების მიერ ბრტყელი წყალგამყოფების წარეცხვის შედეგია. სეზონური ბიფურკაცია ხდება წყალდიდობის დროს, როდესაც წყალი მდინარის ერთი აუზიდან მეორე აუზში გადადის. ფართოდაა ცნობილი მდინარე ორინოკოს (სამხრეთი ამერიკა) სისტემის ბიფურკაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 421.