ბირჯე აქალაი (თურქ. Birce Akalay; დ. 19 ივნისი, 1984, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მსახიობი და მოდელი.

ბირჯე აქალაი
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1984 (1984-06-19) (40 წლის)
სტამბოლი, თურქეთი
ეროვნება თურქი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2006-დან დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბირჯე აქალაი დაიბადა 1984 წლის 19 ივნისს, ქალაქ სტამბოლში, იასემინ და სერჯან აქალაიების ოჯახში. გოგონას ცეკვისადმი მიდრეკილება აღმოაჩნდა და ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში, ქორეოგრაფიულ სტუდიაში შეიყვანეს საბალეტო ცეკვების განხრით. მოგვიანებით ბირჯემ ბალეტს მსახიობობა არჩია. მან 2004 წელს სტამბოლის თეატრალურ უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები და დრამატული ხელოვნებისა და თეატრალური კრიტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმავე წელს გოგონა „მის თურქეთის“ კონკურსში ღებულობდა მონაწილეობას და ფინალურ ეტაპზე გავიდა. ბირჯე ფინალში მესამე ადგილზე გავიდა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა „მის ევროპის“ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. მსახიობი აქაც ფინალურ ეტაპზე გავიდა.

2004-2007 წლებში სწავლობდა თეატრალურ უნივერსიტეტში, ამავე პერიოდში ტელევიზიაში მუშაობდა და სპორტული გადაცემები მიჰყავდა. მსახიობის რანგში მისი დებიუტი 2006 წელს შედგა სერიალში „ბედი“, სადაც მსახიობმა ლამიას როლი შეასრულა. ბირჯეს აღიარება მოუტანა 2010-2013 წლებში, სერიალში „ზეციური სიყვარული“ - ჰავა ქარაგულის როლის შესრულებამ.

ბირჯემ ასეთივე წარმატებით შეასრულა მთავარი და მეორე ხარისხოვანი როლები სხვადასხვა თურქულ სატელევიზიო პროექტებში, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა სერიალები: „პატარა აღა“, „გათხოვილები და განრისხებულები“, „ასი“, „ხანდახან ცხოვრება მშვენიერია“, „შეშლილი მეტყევე და სხვა“.

2017 წელს მსახიობი სერიალში „შავ-თეთრი სიყვარული“ ასლის მთავარ როლზე მიიწვიეს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2011 წლის 17 მაისს ბირჯე ცოლად გაჰყვა მსახიობ მურათ იუნალმიშს, რომელიც მისი პარტნიორი იყო სერიალში „ზეციური სიყვარული“. 2012 წლის ნოემბერში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2014 წლის 1 აგვისტოს, ბირჯე მეორედ გათხოვდა. ამჯერად, იგი მსახიობ სარპ ლევენდოღლუსთან გაჰყვა. თუმცა, არც ეს ქორწინება ყოფილა ხანგრძლივი, რადგან 2017 წლის იანვარში წყვილი გაურკვეველი მიზეზებით განქორწინდა.

ბირჯე აქალაი 2018 წლიდან თანამშრომლობს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდ Losev-თან, მას კეთილი ნების ელჩის წოდებაც მიანიჭეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება