ბირჟაის ხელშეკრულება

ბირჟაის ხელშეკრულება — სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ჩრდილოეთის ომის დროს, 1701 წლის 15-16 იანვარს ქალაქ ბირჟაიში. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა და რეჩ-პოსპოლიტას მეფემ და საქსონიის კურფიურსტმა ავგუსტ II-მ. ხელშეკრულებას წინ უსწრებდა ნარვის ბრძოლა და პოლონეთ-საქსონიის მონარქის წარუმატებელი მცდელობა დაედო შვედეთთან სეპარატული ზავი. ეს ხელშეკრულება შეიქმნა რათა განეახლებინა ანტიშვედური კავშირი და მოიცავდა შემდეგ პუნქტებს:

  • მოკავშირეები ორმხრივად იღებდნენ ვალდებულებას არ დაედოთ სეპარატული ზავი.
  • პეტრე I-ს უნდა გაეგზავნა ავგუსტ II-ის განკარგულებაში დამხმარე კორპუსი 15-20 ათასი კაცი და 40 ზარბაზანი.
  • რუსეთის მეფე პირობას იძლეოდა ყოველწლიურად ფულადი სუბსიდიის მიეცა პოლონეთის მეფისათვის 100 ათასი რუბლის ოდენობით.

მოგვიანებით შეთანხმებული იქნა საომარი მოქმედებების გეგმა, რომლის მიხედვითაც ავგუსტი რუსული კორპუსის დახმარებით ვალდებული იყო იმავე წელს ალყაში მოექცია რიგა, ამ დროს რუსულ ჯარს ყურადღება უნდა გაეფანტა შვედებისათვის ინგერმანლანდიაში და თავს დასხმოდა ფინეთს. რიგის აღების შემდეგ ორივე მხარე თავს დაესხმებოდა ნარვას. კარლ XII-ის მოსკოვზე თავდასხმის შემთხვევაში ავგუსტი დაპირდა გაეგზავნა მოსკოვში საქსონური დამხმარე კორპუსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Беспалов А. В. Северная война. Карл XII и шведская армия. Путь от Копенгагена до Переволочной. 1700—1709. — М: Рейтар, 1998.