ბირთვული იარაღის გავრცელება
ბირთვული იარაღის გავრცელება — მოიცავს ბირთვული იარაღისა და ტექნოლოგიების კონტროლს. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების თანახმად, ბირთვულ ქვეყანას არ აქვს უფლება ამ რესურსზე წვდომა სხვა ქვეყანას მისცეს და მან არ უნდა წახალისოს არაბირთვული ქვეყნები, რათა შექმნან ბითვული იარაღი. ამას უწოდებენ „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას“ ან „NPT“-ს. გავრცელებას ეწინააღმდეგება, როგორც ბირთვული იარაღის მქონე, ასევე არმქონე მრავალი ქვეყანა, რადგან მთავრობები შიშობენ, რომ, რაც მეტ ქვეყანას ექნება ბირთვული იარაღი, ეს უფრო გაზრდის ბირთვული ომის დაწყების რისკს.
ბირთვულ კლუბში არიან სახელმწიფოები, რომელთაც გააჩნიათ ბირთვული იარაღი, თუმცა ვარაუდობენ, რომ იარაღი აქვს ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს. ამ ოთხიდან არც ერთი არ არის „NPT“- ს წევრი ქვეყანა, თუმცა 1985 წელს ჩრდილოეთ კორეა შეუერთდა „NPT“- ს, შემდეგ იგი გავიდა 2003 წელს და ატარებდა ბირთვულ ტესტებს 2006, 2009, 2013, 2016 და 2017 წლებში.[1] „NPT“– ს ერთ-ერთი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ხელშეკრულების თანახმად , ის ქვეყნები, რომლებმაც 1968 წლამდე გამოსცადეს ბირთვული იარაღი, აღიარებულნი არიან ბირთვულ ქვეყნებად, ხოლო, თუ სახელმწიფოს სურს კავშირში შესვლა მან უარი უნდა თქვას მსგავსი ტიპის იარაღზე.[2]
ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ კვლევა თავდაპირველად ჩატარდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების (გაერთიანებული სამეფოსა და კანადასთან თანამშრომლობით), გერმანის, იაპონიისა და სსრკ-ს მიერ. შეერთებული შტატები პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ომის დროს გამოიყენა ბირთვული იარაღი, კერძოდ, მან გამოიყენა ორი ბირთვული ბომბი იაპონიის წინააღმდეგ 1945 წლის აგვისტოში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, გერმანიამ და იაპონიამ შეწყვიტეს ყოველგვარი მონაწილეობა რაიმე ტიპის ბირთვული იარაღის კვლევაში. 1949 წლის აგვისტოში სსრკ-მ გამოსცადა ბირთვული იარაღი და გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც ააფეთქა ბირთვული ბომბი.[3] გაერთიანებულმა სამეფომ პირველად ბირთვული იარაღი გამოსცადა 1952 წლის ოქტომბერში. საფრანგეთმა კი 1960 წელს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 1964 წელს. ინდოეთმა ჩაატარა პირველი ბირთვული ტესტი 1974 წელს, რამაც პაკისტანი აიძულა საკუთარი ბირთვული ძალები განევითარებინა. აგრეთვე ინდოეთმა ბირთვული ტესტების მეორე სერია 1998 წელს დაიწყო, რასაც პაკისტანის მხიდანაც მოჰყვა გარვეული ტესტები. 2006 წელს ჩრდილოეთ კორეამ ჩაატარა თავისი პირველი ბირთვული ტესტი.
გაუვრცელებლობის მცდელობები
რედაქტირებასაერთაშორისო მასშტაბით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ინტენსიურად დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გეგმა შემოთავაზებული იყო ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციის მიერ 1946 წელს, და ეწოდა „ბარუჩის გეგმა“[4] . გარკვეული ღონისძიებები მუდმივად ტარდება გავრცელების თავიდან ასაცილებლად, „ბირთვული განვითარების საერთაშორისო უფლებამოსილება“ აკონტროლებს ყოველგვარ ბირთვულ მოქმედებებს, თუ სახელმწიფო ცდოლობს არაკანონიერად შეიძინოს ან დაამზადოს ბირთვული იარაღი, მას დაეკისრება სანქციები.
1970-იანი წლების შუა პერიოდიდან, კონტროლი უფრო გამკაცრდა, რაც გამოხატული იყო იმით, რომ კონტროლდებოდა ყველა ის ინვენტარი და მასალა, რაც საჭირო იყო იარაღის შესაქმნელად, კონტროლირება ასევე მარტივია, ვინაიდან ყველა საჭირო ნაწილი ძალზე ძვირია და რთულად საშოვნელიც. ყველაზე აუცილებელი კომპონენტი ბირთვული იარათის დასამზადებლად არის ძლიერ გამდიდრებული ურანი ან პლუტონიუმი. ამ ელემენტების გარდა, საჭიროა კონსტრუქციის აგება.
1957 წელს, გაეროს დაარსების დღიდან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA-მ) ხელი შეუწყო ორი, შესაძლოა ურთიერთსაწინააღმდეგო, მისიის განხორციელებას: ერთი მხრივ, სააგენტო ცდილობს ხელი შეუწყოს და გაავრცელოს საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ბირთვული ენერგიის გამოყენება. მეორე მხრივ, იგი ცდილობს, რომ ეს ბირთვული რესურსი არ გამოიყენონ ბირთვული იარაღის დასამზადებლად ან ხსვა უცნობი მიზნებისთვის . „IAEA“ ამჟამად მოქმედებს იმ სისტემით, როგორც ეს განისაზღვრა 1968 წლის ბირთვული გავრცელების შესახებ ხელშეკრულების („NPT“-ს) III მუხლში, რომელიც მიზნად ისახავს ურანის და პლუტონიუმის მარაგის და აგრეთვე სხვა საჭირო კომპონენტებით ობიექტებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფას. გამოიყენება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის ხდება და არანაირად არ შეუწყობს ხელს რაიმე ტიპის ბირთვული იარაღის პროგრამას. მართალია სხვადასხვა შეხედულებები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად ეროვნული პრესტიჟი, დიდ როლს თამაშობს ამა თუ იმ ქვეყნის ბირთვულ პროგრესში.[5][6]
ბირთვული საქმიანობა
რედაქტირებაNPT-ს არაწევრი ქვეყნები
რედაქტირებაინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი იყვნენ „ბარიერი“ ქვეყნები საერთაშორისო გაუვრცელებლობის პრინციპით. სავარაუდოდ მათ აქვთ ერთი ან ერთზე მეტი ბირთვული იარაღი. ეს ქვეყნები დარჩნენ 1970 წლის „NPT“- ს მიღმა. ამრიგად, აქ გამორიცხულია ბირთვული მასალებით ვაჭრობა. 1998 წლის მაისში ინდოეთმა და პაკისტანმა ააფეთქა რამდენიმე ბირთვული მოწყობილობა. ამან უფრო გაამძაფრა შეჯიბრის წყურვილი ორ სახელმწიფოს შორის, რაც იწვევს ბირთვულ პროგრესს. ორივე ქვეყანა ეწინააღმდეგება „NPT“- ს ხელშეკრულებას. ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბული ხასიათისაა და მათ შორის ბირთვული კონფლიქტის რისკი დიდი ხანია განხილვის საგანია. ქაშმირი არის ორმხრივი დაძაბულობის მთავარი მიზეზი, ჯერ კიდევ 1948 წლიდან.
ორივე მათგანი შეიარაღების რბოლაში 1980-იან წლებში ჩაერთო, დახვეწილი ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ჩათვლით. 90-იან წლებში იარაღის რბოლა სწრაფად იზრდებოდა. 1994 წელს ინდოეთმა შეცვალა თავდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯების ოთხწლიანი ტენდენცია და მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანს უფრო მცირე ბიუჯეტი ჰქონდა, მისგან ხარჯების კიდევ უფრო გაზრდა იყო მოსალოდნელი. შემდგომში ორივე ქვეყანამ დაკარგა თავიანთი პარტნიორები: ინდოეთმა, ყოფილი სსრკ და პაკისტანმა, შეერთებული შტატები.
ჩინეთის ბირთვული არსენალის ზრდა, განვითარება და მის მიერ გაწეული დახმარება პაკისტანის ბირთვული პროგრამებში, სავარაუდოდ, სარაკეტო ტექნოლოგიით, კიდევ უფრო ამძაფრებს ინდოეთის შეშფოთებას. კერძოდ, როგორც ინდოელი სტატეგისტები ვარაუდობენ, პაკისტანს დახმარებას ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია უწევს.
პაკისტანმა წამოაყენა რეგიონალური უსაფრთხოების შესახებ წინადადებები. მისგან არაერთხელ იქნა შემოთავაზებული, რომ აზია თავისუფალ ზონას გამოცხადებულიყო ბირთვული იარაღისგან. ქვეყანა მზად იყო ხელი მოეწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე, თუ ინდოეთიც ასე მოიქცეოდა. მან მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების წინადადებას რეგიონალური ენერგეტიკული კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომელიც განიხილებოდა სამხრეთ აზიაში, გაუვრცელებლობის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ჩრდილოეთ კორეა
რედაქტირებაკორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ან უფრო ცნობილია, როგორც ჩრდილოეთ კორეა), „NPT“- ს შეუერთდა 1985 წელს და შემდგომში ხელი მოაწერა უსაფრთხოების ხელშეკრულებას. ამასთან, ითვლებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეა იღებდა პლუტონიუმს, რათა ბირთვული იარაღი დაემზადებინა. ამ ფაქტის გამო, შემდგომში დაიწყო „IAEA“– სთან დაპირისპირება, რის შედეგადაც 1993 წელს, ჩრდილოეთ კორეა იმუქრებოდა, რომ „NPT“- დან გავიდოდა. შემდგომში ეს ბირთვული საწვავი დალუქა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოათავსა სპეციალურ კონტეინერებში, რათა ჩრდილოეთ კორეას არ დარჩენოდა რაიმე რესურსი, რომ მათგან პლუტონიუმი მიეღო. ამიტომ ჩრდილოეთ კორეა იძულებული გახდა მისი პლუტონიუმის პროგრამა გაეყინა.
ირანი
რედაქტირება2003 წელს, „IAEA“-ს ცნობით, ირანი არღვევდა ბირთვული იარაღის შეთანხმებებს.[7] 2005 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იშვიათი შემთხვევის საფუძველზე, ირანისთვის შეეთავაზებინათ NPT-ს წევრობა, ხოლო რაიმე წესის დარღვევის შემთხვევაში გაეუქმებინა იგი გაეროს უშიშროების საბჭოს.[8][9] ამის საპასუხოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.[10][11][12][13][14] ირანი იუწყება, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა[15][16] და ქვეყანა ურანს 5%-ზე დაბლა ამდიდრებს, რაც ატომური ელექტროსადგურის საწვავის დონეს შეესაბამება და მნიშვნელოვნად დაბალია „WEU“-ს სიწმინდისგან (რომელიც დაახლოებით 90%-ია), ხოლო ასეთი დაბალი პროცენტულობის ურანისგან შეუძლებელია ბირთვული იარაღის დამზადება..[17][18] IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, იუკია ამანომ 2009 წელს განაცხადა, რომ მას არ უნახავს რაიმე მტკიცებულება IAEA-ს ოფიციალურ დოკუმენტებში, რომელიც ირანი ბირთვულ პროგრესზე მეტყველებდა.[19]
ლიტერატურა
რედაქტირება- Matthew Kroenig: Exporting the Bomb. Technology Transfer and the Spread of Nuclear Weapons. Cornell University Press, Ithaca/London 2010, ISBN 978-0-8014-7640-2.
- William Langewiesche: The Atomic Bazaar. The Rise of the Nuclear Poor. Straus & Giroux, 2007. (Vgl.: Janet Maslin: When the Small Nations Get the Biggest Weapons. In: New York Times. 17. Mai 2007.)
- Franz Eder, Gerhard Mangott, Martin Senn (Hrsg.): Transatlantic Discord. Combating Terrorism and Proliferation, Preventing Crises. 1. Auflage. Nomos, 2007, ISBN 978-3-8329-2729-5 (vgl. Krieg gegen den Terror; Deutsch-US-amerikanische Beziehungen).
- Gordon Corera: Shopping for Bombs: Nuclear Proliferation, Global Insecurity, and the Rise and Fall of the A.Q. Khan Network. Oxford University Press, 2006, ISBN 0-19-530495-0 (vgl. Abdul Kadir Khan).
- Derek D. Smith: Deterring America: Rogue States and the Proliferation of Weapons of Mass Destruction. 1. Auflage. Cambridge University Press, 2006, ISBN 0-521-68313-0 (vgl. Schurkenstaat).
- Bruno Tertrais, La France et la dissuasion nucléaire : concept, moyens, avenir, La documentation française, 26 avril 2017, 176 p. ISBN 9782111454187.
- Léon Koungou, Le régime de non-prolifération nucléaire : état des lieux, état du discours, Paris, L'Harmattan, 2010. ISBN 978-2-296-11579-8.
- Thérèse Delpech, Nuclear Deterrence in the 21st Century : Lessons from the Cold War for a New Era of Strategic Piracy, RAND Corporation, 2012, 196 p. ISBN 978-0-8330-5930-7.
- Lawrence Freedman, The Evolution of Nuclear Strategy, Palgrave Macmillan, 2003, 566 p. ISBN 978-0-333-97239-7.
- Rakesh Sood (dir.), Nuclear Order in the Twenty-First Century, New Delhi, Observer Research Foundation, janvier 2019, 160 p. ISBN 978-93-88262-64-4.
- SIPRI Yearbook 2019 - Synthèse en français, SIPRI / GRIP, septembre 2019, 22 p. ISBN 978-2-87291-159-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ploughshares Fund Video: A World Without Nuclear Weapons
- National Counterproliferation Center – Office of the Director of National Intelligence
- Norway’s conflicted relationship with nuclear weapons Richard Lennan
- Official website of the International Atomic Energy Agency (IAEA)
- Bulletin of the Atomic Scientists დაარქივებული 2009-08-05 საიტზე Wayback Machine. – A non-technical public policy and global security magazine that has reported on nuclear proliferation issues since 1945.
- Harvard Kennedy School's Belfer Center დაარქივებული 2011-05-20 საიტზე Wayback Machine. – Publications from Harvard faculty and fellows on nuclear proliferation.
- Campaign for Nuclear Disarmament or CND, is a UK-based non-proliferation movement based in the UK which advocates a complete ban on all nuclear weaponry.
- Carnegie Endowment for International Peace's Nonproliferation Website დაარქივებული 2005-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Center for Arms Control and Non-Proliferation
- Brookings Institution
- Council for a Livable World
- Federation of American Scientists
- International Physicians for the Prevention of Nuclear War or IPPNW, is a US-based non-proliferation movement advocating amongst other things, a complete ban on all nuclear weaponry.
- International Society for the Prevention of Nuclear War დაარქივებული 2021-01-22 საიტზე Wayback Machine. or ISPNW, is a US-based non-proliferation movement advocating the full control of the world's nuclear arsenal by a restructured UN.
- Monterey Institute of International Studies, Center for Nonproliferation Studies
- Disarmament, arms control and non-proliferation - Stockholm International Peace Research Institute
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Strong sign of North Korean nuclear test as regime calls 6 May party congress“. The Guardian. 27 April 2016.
- ↑ Tannenwald, Nina (2013). „Justice and Fairness in the Nuclear Nonproliferation Regime“ (PDF). Ethics and International Affairs. 27 (3): 299–315. doi:10.1017/S0892679413000221. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2020-05-12 – წარმოდგენილია Carnegie Council for Ethics in International Affairs-ის მიერ.
- ↑ Nash, Gary B., Julie Roy Jeffrey, John R. Howe, Peter J. Frederick, Allen F. Davis, Allan M. Winkler, Charlene Mires, and Carla Gardina Pestana. The American People, Concise Edition Creating a Nation and a Society, Combined Volume (6th Edition). New York: Longman, 2007.
- ↑ The Baruch Plan - Arms Control, Deterrence and Nuclear Proliferation - Historical Documents - atomicarchive.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-13. ციტირების თარიღი: 2020-05-12.
- ↑ Beatrice Heuser, ‘Beliefs, Cultures, Proliferation and Use of Nuclear Weapons’, in Eric Herring (ed.): Preventing the Use of Weapons of Mass Destruction Special Issue of Journal of Strategic Studies Vol. 23 No. 1 (March 2000), pp.74–100
- ↑ "Proliferation and/or Alliance? The Federal Republic of Germany", in Leopoldo Nuti and Cyril Buffet (eds.): Dividing the Atom, special issue of Storia delle Relazioni Internazionali (Autumn 1998).
- ↑ GOV/2003/75, Implementation of the NPT Safeguards Agreement in the Islamic Republic of Iran, Report by the Director General, 10 November 2003.
- ↑ Publications.
- ↑ Publications.
- ↑ Security Council demands Iran suspend uranium enrichment by 31 August, or face possible economic, diplomatic sanctions (UN News Centre Press Release, 31 July 2006)
- ↑ „Security Council imposes sanctions on Iran for failure to halt uranium enrichment, unanimously adopting Resolution 1737“. United Nations. 23 December 2006. ციტირების თარიღი: 23 December 2006.
- ↑ SECURITY COUNCIL TOUGHENS SANCTIONS AGAINST IRAN, ADDS ARMS EMBARGO. UN News Centre. United Nations (24 March 2007). ციტირების თარიღი: 16 April 2007.
- ↑ SECURITY COUNCIL TIGHTENS RESTRICTIONS ON IRAN’S PROLIFERATION-SENSITIVE NUCLEAR. Department of Public Information, UN Security Council.
- ↑ SECURITY COUNCIL REAFFIRMS EARLIER RESOLUTIONS ON IRAN'S URANIUM ENRICHMENT, CALLS ON COUNTRY TO COMPLY WITH OBLIGATIONS 'FULLY AND WITHOUT DELAY' – Meetings Coverage and Press Releases. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2020.
- ↑ AFP:Six powers to meet soon over Iran's nuclear program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2011.
- ↑ Iran wants new nuclear fuel talks (2 November 2009).
- ↑ Iran's Nuclear Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 June 2010.
- ↑ American Institute of Physics: The gas centrifuge and nuclear weapons proliferation
The most difficult step in building a nuclear weapon is the production of fissile material
- ↑ Westall, Sylvia (3 July 2009). „No sign Iran seeks nuclear arms: new IAEA head“. Reuters. ციტირების თარიღი: 1 December 2009.