ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაქტერიები მრავლდება უჯრედის გაყოფის ტიპით, რომელსაც ბინარული გაყოფა ეწოდება, რაც შუაზე გაყოფას ნიშნავს. ბაქტერიათა გენების უმრავლესობა განლაგებულია ბაქტერიის ერთადერთ ქრომოსომაზე, რომელიც შედგება წრიული დნმ-ის მოლეკულისა და მასთან დაკავშირებული ცილებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერია უფრო პატარა და მარტივია, ვიდრე ეუკარიოტული უჯრედი, გენომის ორგანიზებული რეპლიკაციისა და შვილეულ უჯრედებში მისი თანაბრად განაწილების მნიშვნელობა ძალიან დიდია.

მაგალითად ბაქტერია Escherichia coli-ის სრულად გაშლილი ქრომოსომა უჯრედის სიგრძეზე 500-ჯერ მეტია. Escherichia coli-ის უჯრედის გაყოფის პროცესი იწყება როდესაც ბაქტერიის დნმ-ი იწყებს რეპლიკაციას ქრომოსომის სპეციფიკურ ადგილზე-რეპლიკაორზე და წარმოქმნის ორ საწყის წერტილს. რადგან ქრომოსომა აგრძელებს რეპლიკაციას, ერთ-ერთი მათგანი გადაადგილდება უჯრედის საპირისპირო მხარეს და უჯრედის სიგრძე იზრდება. რეპლიკაციის დამთავრებისთვის ბაქტერიის უჯრედი საწყის ზომასთან შედარებით ორჯერ მატულობს, მისი პლაზმური მემბრანა ჩაიზრდება შიგნითკენ და დედისეულ უჯრედს ყოფს ორ შვილეულ უჯრედად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, ბიოლოგია, VII გამოცემა, გვ. 282. თბ., 2009 წელი.