ბიმბო
ბიმბო (ფრანგ. Bimbo, სანგო — Bimbo) — ქალაქი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, პრეფექტურა ომბელა-მპოკოს ადმინისტრაციული ცენტრი. ბიმბო ასევე ომბელა-მპოკოს ოთხიდან ერთ-ერთი სუბპრეფექტურაა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იგი ქვეყანაში მეორე ქალაქია და 2003 წლის აღწერით აქ ცხოვრობს 124 176 ადამიანი[1][2].
ქალაქი | |
---|---|
ბიმბო ფრანგ. Bimbo სანგო — Bimbo | |
ქვეყანა | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
პრეფექტურა | ომბელა-მპოკო |
კოორდინატები | 4°15′00″ ჩ. გ. 18°25′00″ ა. გ. / 4.25000° ჩ. გ. 18.41667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 338 მ |
მოსახლეობა | 124 176 კაცი (2003) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს მდინარე უბანგის ნაპირზე, რომელიც ამ ადგილას მიედინება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ქვეყნის დედაქალაქ ბანგიდან 15 კმ-ში და ფაქტობრივად მის შემოგარენად ითვლება.
ისტორია
რედაქტირება2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიმბოში აღინიშნა სერიოზული დარღვევები[3].