ბილეჯიქის მუზეუმი

ბილეჯიქის მუზეუმი (თურქ. Bilecik Müzesi) — მუზეუმი ბილეჯიქში, თურქეთი.

ბილეჯიქის მუზეუმი
40°08′37″ ჩ. გ. 29°58′55″ ა. გ. / 40.14361° ჩ. გ. 29.98194° ა. გ. / 40.14361; 29.98194
დაარსდა 2006, 18 წლის წინ
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ბილეჯიქი
სტატუსი არქეოლოგიური მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი
Map

მუზეუმი განთავსებულია უძველესი ოსმალურ შენობის ადგილას, რომელიც დაინგრა თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს 1920-იან წლებში. ბილეჯიქის განთავისუფლების შემდეგ ააშენეს ახალი შენობა რომელშიც სასამართლო იყო განთავსებული. 1997 წელს გადაეცა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს. სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ ყოფილი სასამართლო სახლი 2006 წელს გახდა ბილეჯიქის მუზეუმი.[1] 2010 წელს იგი დამოუკიდებელ მუზეუმად იქცა.

იმის გამო რომ ამ შენობას იყენებდნენ იგი საკმაოდ დიდია და ბევრი ოთახი აქვს. ისინი გამოიყენება მუზეუმის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციების გამოსაფენად. ექსპონატები განლაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. პირველ სამ ოთახში გამოფენილია პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს ხანის, ელინისტური ხანის, რომის იმპერიის, ბიზანტიის იმპერიის და ოსმალეთის ხანის ნივთები. დანარჩენ ათ ოთახში წარმოდგენილია ოსმალეთის ეპოქის ეთნოლოგიური ნივთები, როგორიცაა კერამიკული და მეტალის ნივთები, იარაღი, სამზარეულოს ნივთები, ორნამენტები და ა. შ. ასევე გამოფენილია ბილეჯიქის ტერიტორიის ტანსაცმლისა და არქიტექტურის ნიმუშები.[1]