ბიზონის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 290 მ სიმაღლეზე, მდინარე შაბათაღელის მარცხენა ნაპირზე.[1] წარმოადგენს ცუცხვათის მრავალსართულიანი მღვიმოვანის IV იარუსს. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს; მღვიმე ცუდათაა განათებული, მშრალია. ცენტრალური ღერძის გასწვრივ სიღრმეა 14,8 მ, სიგანე 5,5 მ, სიმაღლე შესასვლელთან 4,6 მ. მღვიმის შესწავლა დაიწყო 1970 წელს პროფესორ ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით. გათხარეს 1970-71 და 1974-78 წლებში არქეოლოგ დავით თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. მღვიმეში ფიქსირებულია 4 ლითოლოგიური ფენა (საერთო სისქე 2,5 მ-ზე მეტი). III ფენა მუსტიეური ხანის გვიანდელი პერიოდის მასალას შეიცავს. აღმოჩენილია ქვის 60 ნივთი, მათ შორის ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები, ლევალუაზური და მუსტიეური წვეტანები, სხვადასხვა ტიპის სახოკები და სხვა. II ფენაში ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალაა, აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოს მღვიმური კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკური ნაწარმის ნატეხები, ორმხრივ დამუშავებული კაჟის ყუნწიანი ისრისპირი, ძვლის ნემსი, ძვლის ყუნწგახვრეტილი სადგისი, კაჟის ანატკეცები და სხვა. მასალა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.[2]

ბიზონის მღვიმე
ცუცხვათის მღვიმოვანის გეგმა
ცუცხვათის მღვიმოვანის გეგმა
კოორდინატები: 42°16′24″ ჩ. გ. 42°51′16″ ა. გ. / 42.273583° ჩ. გ. 42.854583° ა. გ. / 42.273583; 42.854583
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 290 მ
ამგებელი ქანები კირქვა
ბიზონის მღვიმე — საქართველო
ბიზონის მღვიმე
ბიზონის მღვიმე — იმერეთის მხარე
ბიზონის მღვიმე

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Изучение пещер Колхиды. Тбилиси : Мецниереба, 1978.
  1. ძველი და ახალი ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე. ცნობარი, თბ., 2015
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 433.